აშშ-ის არმიის მდივნის ვიზიტი საქართველოში

აშშ-ის არმიის მდივნის ვიზიტი საქართველოში

აშშ-ის არმიის მდივანი ჯონ მაკჰიუ ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში დღეს ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკელ სტუმარს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი დახვდა და საქართველოში წარმატებული ვიზიტი უსურვა. აეროპორტში იმყოფებოდნენ ასევე, თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი დავით ნარდაია და აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკი.

საქართველოში ვიზიტი ფარგლებში, აშშ-ის არმიის მდივანს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თავდაცვის უწყებაში მიიღებს. შეხვედრაზე მხარეები საქართველოსა და აშშ-ის შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ ისაუბრებენ. განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება ნატოს სამიტის შედეგად საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში ამერიკული მხარის ჩართვა.

ხვალ, აშშ-ის არმიის მდივანი დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ესტუმრება. ჯონ მაკჰიუ ასევე გაემგზავრება, გმირთა მოედანზე და საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

აშშ-ის არმიის მდივნის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 22 სექტემბერს დასრულდება.