ბერლინში მალე ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნება.
საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებმა მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, სკოლის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა და სწავლის მსურველთა სიის შედგენა უკვე დაიწყეს.
საკვირაო სკოლაში ბავშვებს ფერწერის, მუსიკისა და საქართველოს ისტორიის გაკვეთილებს ჩაუტარებენ.
გადაწყდა ქართულ-გერმანული სამრევლო გაზეთის გამოცემაც.