შსს-მ ლაგოდეხის რაიონში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შსს-მ ლაგოდეხის რაიონში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევი ამბაკო ტ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით სოფელ ბაისუბანში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ამბაკო ტ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 1 მჭიდითა და 10 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).