დაჯილდოების ცერემონიალი ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე (ვიდეო)

დაჯილდოების ცერემონიალი ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე (ვიდეო)

ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე ქართველი სამხედროების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ISAF-ის სამხრეთის რეგიონალური სარდლობის ხელმძღვანელმა ISAF-ის მედლები სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს პირადად გადასცა. გენერალ-მაიორმა მაიკლ ბილსმა ქართველ ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა და  უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისა და წარმატებული სამხედრო მისიისთვის მადლობა გადაუხადა.

დაჯილდოების ცერემონიალს ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე აშშ-ის მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები, სამხრეთის რეგიონალური სარდლობის და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამთო-სადაზვერვი ბატალიონის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

სამთო-სადაზვერვო ბატალიონი პირველი ქართული ქვედანაყოფია, რომელიც ISAF-ის საერთაშორისო მისიის ფარგლებში, ყანდაღარის პროვინციაში, „საჰაერო ძალების“ ბაზაზე ასრულებს მისიას. ბატალიონის მთავარ  ამოცანას კოალიციურ ძალებთან ერთად ბაზის დაცვა, პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და ოპერაციის რაიონში მშვიდობის დამყარება წარმოადგენს.

სამთო სადაზვერვო ბატალიონის 150 სამხედრო მოსამსახურე მალე საქართველოში დაბრუნდება.