საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თელავში იმყოფებოდა.
სააკაშვილმა თელავის ბაზარში ღორის ხორცი, ყველი და მწნილი პირადად იყიდა.
როგორც პრეზიდენტმა ხორცის გამყიდველს უთხრა, ყვარელში სახლში სტუმრები ჰყავს და პროდუქტი მათ გასამასპინძლებლად სჭირდებოდა.
სტუმრებს პრეზიდენტი ალბათ კარგად გაუმასპინძლდებოდა. აი თელაველებს კი ყიდვა-გაყიდვაში ხელი მაგრად შეუშალა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, სააკაშვილის ვიზიტამდე და ვიზიტის დროს თელავის ბაზარში დაცვის განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული, მიმდებარე ქუჩები კი გადაკეტილი იყო.