ორი ამბავი რუსთავიდან

ორი ამბავი რუსთავიდან

გაერთიანდებიან, თუ არა ოფიციალურად ერთი და იგივე მიზნის მქონენნი?

ქვემო ქართლში აქტიური პოლიტიკური ცხოვრვება ძირითადად რუსთავში მიდის. გაზაფხულის მოსვლასთან ერთად რეგიონში ორი პოლიტიკური ძალა გამოიკვეთა - “სახალხო წარმომადგენლობითი კრება” და “ქართული პარტია”. ოპოზიციურად განწყობილი რუსთავის მოსახლეობაც მათ შორის გაიყო. ზოგისთვის სახალხო კრებაა ავტორიტეტული და ზოგისთვის - “ქართული პარტია”.

 

აღნიშნულ პარტიებს შორის ჯერ-ჯერობით დაპირისპირება არ არის. პირად საუბრებში ორივეგან ამბობენ, რომ ერთმანეთში გასაყოფი არაფერი აქვთ. მიუხედავად, ამისა ძალების გაერთიანებეაზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ. დღეის მდგომარებით გამოდის, რომ გაზაფხულის მიწურულს აქციებს ორივე პარტია დაიწყებს, ოღონდ - ცალცალკე.

 

ძალა, რომ ერთობაშია, კარგად იცის, “ქართული პარტიის” რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გელა ღუნწკიძემ. თუმცა ამბობს, რომ პარტიების გაერთიანება რეგიონის დონეზე არ წყდება და გადაწყვეტილებას ლიდერებისგან ელიან. “ჩვენ აბსოლუტურად ნორმალური ურთიერთობა გვაქვს სახალხო კრების რუსთაველ წევრებთან. ერთ ქალაქში ვცხოვრობთ და პირადი ურთიერთობები გვაქვს. მე მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ გაერთიანების გადაწყვეტილებას რეგიონული ორგანიზაციები არ იღებენ. პირადად ჩემ აზრს გეტყვით -  არ გამოვრიცხავ, რომ საერთო საქმისთვის ერთადაც მოგვიწიოს დგომა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ასეთ გაერთიანებაზე ჯერ-ჯერობით საუბარი არ მიდის” – ამბობს ღუნწკიძე.

 

მსგავს საუბარს ვისმენთ “სახალხო წარმომადგენლობითი კრების” რუსთავის ორგანიზაციაშიც. კითხვაზე - “ქართული პარტიის” აქტივისტების დარბევის შემთხვევაში დადგებიან თუ არა მათ გვერდით - ასე გვპასუხობენ: “რა თქმა უნდა, მათ გვერდით დავდგებით. ჩვენ რა უფლება გვაქვს, ასეთ დროს  არ დავდგეთ და არ დავიცვათ ჩვენი თანაქალაქელები?!

 

“მივესალმებით ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, თუ კონკრეტულ პიროვნებას, რომელიც  შეუერთდება სახალხო კრებას. უბრალოდ, გაუგებარია ის, რომ როდესაც სახალხო კრება ჩამოყალიბებული და მისი იდეები და მიზნები ცნობილია საზოგადოებისთვის, პარალელურად სხვა პოლიტიკური ძალები რატომ  აკეთებენ ჩვენ მსგავს განცახდებებს და არ გამოთქვამენ ჩვენთან გაერთიანების სურვილს. 

ამ დროისთვის “ქართულ პარტიასთან” რაიმე ფორმით გაერთიანებაზე საუბარი არ მიდის. მიუხედავად ამისა, იმ პარტიაშიც  ჩვენი თანაქალაქელები არიან და მათთან პირადი ურთიერთობები გვაქვს. სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, რუსთავში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებს შორის დაპირისპირება არასოდეს ყოფილა. ჩვენი ერთადერთი პირობა არის ის, რომ გადაგეს პრეზიდენტი მთელი თავისი გუნდით. ვინც ამ იდეას იზიარებს ის ჩვენი თანამოაზრეა” – ამბობს კრების რუსთაველი წევრი, თორნიკე არევაძე.

 

ორი პარტიის გაერთიანების ხელისშემშლელი ფაქტორი ლიდერებია. “სახალხო კრებისთვის” მიუღებელი ლიდერი -  ლევან გაჩეჩილაძეა, რომელსაც სააკაშვილისგან მილიონების აღებას აბრალებენ. ხოლო “ ქართული პარტიისთვის” - ნინო ბურჯანაძე, რომელმაც ამ საკითხზე ისაუბრა და ნებით, თუ უნებლიედ მთავრობის წილქვილს დაუსხა წყალი.

 

მიუხედავად ამ გახმაურებული სკანადალისა, 16 მარტს “პრაიმე თაიმის” ოფისში ბურჯანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა: “ მე არანარი პიროვნული კონფლიქტი არ მაქვს  გაჩეჩილაძესთან.  ისე, რეალურად, რომც მქონდეს, არ ვარ ისეთი დაბალი დონის პოლიტიკური ფიგურა, რომ ჩემ პირად დამოკიდებულებებს გადავაყოლო ქვეყანა. ვისაც უნდა ჩვენ გვერდით დგომა და არ მიგვატოვებს შუა გზაში, შეუძლია დადგეს ჩვენთან ერთად. დღეის მდგომარებით კი პარტიები, რომლებიც ჩვენ განცხადებებს იმეორებენ, ხალხს უბრალოდ აბნევენ და კრებას ხელს უშლიან”.

 

რუსთავში ხოელი ინგლისურის მასწავლებელი დააყაჩაღეს

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსთავში ინგლისურის პედაგოგი დააყაჩაღეს, მას შემდეგ გავრცელდა, რაც ამ საქმეზე მუშაობა პოლიციამ დაიწყო. მათ გუშინ ძველი რუსთავის ქუჩებზე აქტიუურად მდგომი ახალგაზრდობა -  ე.წ  “ბირჟავიკები” განყოფილებაში წაიყვანეს და დაკითხეს.

 

თავდაპირველად ითქვა, რომ დააყაჩაღეს, რუსთავის #1 სკოლის უცხოელი პედაგოგი. “არა, ჩვენ პედაგოგს არანაირი პრობლემა არ შექმნია. ეს ამბავი არც მსმენია თქვენამდე” – გვითხრა #1 სკოლის დირექტორმა, სვეტლანა ბიწაძემ.

 

ჩვენ საუბარს ჟურნალების შევსებით დაკავებული მისი თანამშრომლებიც ესწრებოდნენ. “კი, ნამდვილად დააყაჩაღეს მაიაკოვსკის ქუჩაზე უცხოელი ინგლისურის პედაგოგი. Uუბრალოდ, ჩვენი სკოლაში არ ასწავლის ეს ადამიანი” – გვითხრეს პირველი სკოლის მასწავლებლებმა.

 

რუსთავის რესურს-ცენტრში მსგავსი ფაქტის არსებობა არ უარყეს, თუმცა რესურსცენტრის ხელმძღვანელი მარინა უგულავა კომენტარზე არ დაგვთანხმდა. თანამშრომლის მეშვეობით შემოგვითვალა, რომ დააყაჩაღეს რუსთავის 21-ე სკოლის უხოელი პედაგოგი და ჯობდა სკოლის დირექტორთან გვესაუბრა.

 

“გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერაფერს გეტყვით. როცა დასრულდება საქმე, მობრძანდით და მასაც შეგახვედრებთ. ერთადერთი, შემიძლია ვთქვა, რომ მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებით” – აღნიშნა 21-ე სკოლის დირექტორმა, ნინო გავაშელმა. 

 

უცხოელი მასწავლებლის ქართველი კოლეგების თქმით კი  ინგლისურის პედაგოგს მობილური ტელეფონი, საფულე და ლეპტოპი წაართვეს.