შეხვედრა კანადელ დიპლომატთან

შეხვედრა კანადელ დიპლომატთან

დღეს, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ  დარჩიაშვილმა საქართველოში კანადის ელჩი ჯონ ჰოლმსი მიიღო.

შეხვედრის მთავარი თემა ნატოს 2014 წლის სამიტი იყო. ჯონ ჰოლმსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კანადის მხარდაჭერა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე. მხარეებმა კანადასა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ სიტუაციას. მიხეილ დარჩიაშვილმა საქართველოს საერთაშორისო მისიებში შეტანილ კონტრიბუციაზე და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. კანადელ დიპლომატთან საუბრისას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ქართველ სამხედროთა პროფესიონალიზმსა და საბრძოლო მომზადების მაღალ დონეზე გაამახვილა ყურადღება.