რაში ჰგვანან ნაციონალები კომუნისტებს?

რაში ჰგვანან ნაციონალები კომუნისტებს?

ქრისტიან-დემოკრატების წევრი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს,რომ ქვეყანაში არც კომუნისტური სახელის ქუჩა უნდა იყოს და არც ვარდების მოედანი.

ვეფხვაძის ამ განცხადებამ უმრავლესობის წევრი პავლე კუბლაშვილი აღაშფოთა.

- ის, რაც 1921 წელს მოხდა საქართველოს ოკუპაცია იყო, ხოლო ის, რაც 2003 წელს მოხდა, ქართველი ხალხის ნების გამოხატულებაა, - უთხრა კუბლაშვილმა ვეფხვაძეს.

ვალში არც ვეფხვაძე დარჩა.

- ორივეს გჭირთ ნარცისიზმი, ყველაფერს თქვენს თავზე ირგებთ, -  მიმართა ვეფხვაძემ კუბლაშვილს.

- ცუდია, თუ ქრისტიან-დემოკრატები საქართველოს ოკუპაციას ქართველი ხალხის ნების გამოვლენისაგან ვერ ასხვავებთ, - ხურდა დაუბრუბა კუბლაშვილმა ლევან ვეფხვაძეს.

საბჭოთა სიმბოლიკების აკრძალვამ დღეს პარლამენტის სამი კომიტეტის სხდომაზე კამათი გამოიწვია.