რუსეთში მცხოვრები სომხები საქართველოს ხელისუფლებას კატეგორიულ მოთხოვნას უყენებენ. ისინი დაუყოვნებლივ ითხოვენ იმ პირების გათავისუფლებას, რომლებიც სამართალდამცავებმა შპიონაჟის ბრალდებით დააკავეს.
სომხური დიასპორა საქართველოს ხელისუფლებას კავკასიიის რეგიონში ეთნიკური შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებს. შპიონების დაკავებას კი დადგმულ სპექტაკლს უწოდებენ. რომელიც სომეხთა აზრით კადიროვის ბრალდებების გაბათილებას ისახავდა მინად.
კადიროვმა რამდენიმე კვირის წინ ქართველები ტერორისტების მომზადებაში დაადანაშაულა.
„საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა ეს ბრალდებები გაებათილებინა. ამიტომაც მოიფიქრეს ”შპიონური სკანდალი”, - ნათქვამია რუსეთში მცხოვრები სომხების განცხადებაში.
„PanARMENIAN.net”-ის ცნობით, რუსეთში მცხოვრებმა სომხებმა საქართველოს ხელისუფლებას მოთხოვნა წაუყენეს. ისინი დაუყოვნებლივ ითხოვენ შპიონაჟის ბრალდებით დაკავებული ეთნიკური სომხების გათავისუფლებას.
წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რუსეთში მცხოვრები სომხების საყოველთაო შეკრებას გამართავენ, სადაც გადაწყვეტენ, თუ როგორ უნდა უპასუხონ საქართველოს ხელისუფლებას.