ვინ დაბეჭდა „ვეფხისტყაოსანი“ პირველად

ვინ დაბეჭდა „ვეფხისტყაოსანი“ პირველად

მრავალსაუკუნოვანი ქართული ლიტერატურის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა 1712 წელი. იმ წელს დიდი მწიგნობრისა და სახელმწიფო მოღვაწის, ვახტანგ მეექვსის ხელმძღვანელობით პირველად დაისტამბა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“.

ქართული სიტყვის დიდოსტატმა ვახტანგმა რედაქციულად დაამუშავა პოემა, ჩამოაცილა სხვადასხვა ხელნაწერი, ტექსტში შეპარული უცხო ჩანართები და დანართები, დაურთო ღრმა მეცნიერული განმარტება.

„ვეფხისტყაოსანი“ პირველად ისტამბებოდა იმ დროს, როცა საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა მეტად გართულებული იყო. ვახტანგი, რომელიც გულით მოელოდა ახალნაბეჭდი პოემის გამოსვლას, იძულებული გახდა, სპარსეთში გამგზავრებულიყო და უკვდავი ნაწარმოების ბეჭდვა მთლიანად მესტამბე მიქელ დეკანოზიშვილისთვის მიენდო.

საბედნიეროდ, მიქელმა ვახტანგის დავალება პირნათლად შეასრულა და ბეჭდვის საქმე ბოლომდე მიიყვანა.

სამწუხაროდ, ვახტანგისეული „ვეფხისტყაოსანი“ ჩვენამდე შემორჩენილია მეტად მცირე რაოდენობით. ყველა მათგანი დეფექტურია.