„ოსი ხალხი ქართველების მიმართ აგრესიულად არ არის განწყობილი“

„ოსი ხალხი ქართველების მიმართ აგრესიულად არ არის განწყობილი“

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ სააგენტო "ინტერფაქსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ვერ წარმოუდგენია საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გამართვა.

"არაერთი აგრესიის მიუხედავად, ოსი ხალხი ქართველების მიმართ აგრესიულად არ არის განწყობილი.

მშვენივრად გვახსოვს, რომ ქართველი ხალხი თავად აღმოჩნდა თავისივე ხელისუფლების ნაციონალისტური და ავანტურისტული პოლიტიკის მსხვერპლი", - განაცხადა კოკოითიმ.

მას უჭირს პროგნოზირება, როდის იქნება მხარეებს შორის დიალოგის დაწყების შესაძლებლობა.

"ერთი რამ შემიძლია დადასტურებულად ვთქვა, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან არანაირ კონტაქტზე საუბარიც კი არ შეიძლება იყოს. ეს ადამიანები მათი პრეზიდენტის მეთაურობით როგორც სამხედრო დამნაშავეები საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარსდგნენ", - განაცხადა მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა.