ხაინდრავამ კიწმარიშვილს ნაღმი უწოდა

ხაინდრავამ კიწმარიშვილს ნაღმი უწოდა

”მაესტროში” მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გოგა ხაინდრავამაც გააკეთა ჟურნალისტებთან კომენტარი.

„ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა ეროსი კიწმარიშვილის ნდობა. დღეს ამუშავდა მიშას საცეცი, რადგან პირდაპირი თავდასხმა "მაესტროზე" ხელისუფლების მხრიდან იყო შეუძლებელი, რადგან პირდაპირ თავდასხმას არ დაუშვებდა საზოგადოება და დასავლეთი.

ყველა ეტაპზე და ყველა პროცესში კიწმარიშვილმა ნაღმის როლი ითამაშა.

თუმცა საქმიანობის თვალსაზრისით არ შეიძლება "მაესტროს" მუშაობა სრულფასოვნად შევაფასოთ, რადგან ისინი ფორსმაჟორში მუშაობენ.

არ ვიცი, მართალი გითხრათ. როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა კიწმარიშვილს არანაირი პერსპექტივა არ აქვს“, - აცხადებს გოგა ხაინდრავა.