ნინო ბურჯანაძეს დააპატიმრებენ?

ნინო ბურჯანაძეს დააპატიმრებენ?

21 მაისს აქციები თბილისის ქუჩებში  და რეგიონებში ერთდროულად დაიწყება. ამ პროცესების სათავეში ნინი ბურჯანაძეა. ბურჯანაძემ უკვე ღიად გააკეთა განცხადება, რომ ამ ქვეყანას რევოლუცია სჭირდება.

არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ეს გახდა მიზეზი იმ ხმების, რომ შეიძლება ბურჯანაძე დააპატიმრონ.

ამ კითხვით „ახალმა თაობამ“ ახალი მემეარჯვენეების წევრს მანანა ნაჭყებიას მიმართა:

- დააპატიმრებენ თუ არ დააპატიმრებენ ბურჯანაძეს ძნელი სათქმელია. ეს მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული. თუმცა, ხელისუფლებას არ ვურჩევდი, რომ ასეთი სადამსჯელო ღონისძიება გაატაროს ოპოზიციის რომელიმე ლიდერის წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, არც ქალბატონი ნინოს მხრიდან იქნება ძალადობის მცდელობა. ვიმედოვნებ, ხელისუფლებაც არ შეეცდება საგანგებო ზომები მიიღოს ამ ლიდერის წინააღმდეგ.

თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეს მარჩიელობა იყოს და მოვლენები სულ სხვანაირად განვითარდეს. - აცხადებს ნაჭყებია.

21 მაისს გამოსული ხალხის რაოდენობაზე ბევრი რამე იქნება დამოკიდებული.