ნიგვზიანი თართი აჭარულად

ნიგვზიანი თართი აჭარულად

გასუფთავებული, გარეცხილი თართის ჯიშის თევზი მარილწყალში მოვხარშოთ, მერე გავაცივოთ, დავჭრათ და ლანგარზე დავალაგოთ.

ნიგოზი დავნაყოთ, გამოვხადოთ ზეთი და ცალკე ჭურჭელში ჩავასხათ. ქინძი, ნიორი, მარილი, წიწაკა დავნაყოთ, დავუმატოთ ძმარი, დაკეპილი ხახვი და გავხსნათ ადუღებულ წყალში, რომელშიც ნაწილობრივ არეული იქნება თევზის ცხიმიანი ბულიონი. მომზადებულ საწებელში ჩავალაგოთ თევზი, ზევიდან მოვასხათ გამოხდილი ზეთი.

ინგრედიენტები:

თართი – 1 კგ,

ნიგოზი – 1 ჩაის ჭიქა,

ქინძი – 2 ძირი,

ნიორი – 1-2 კბილი,

წყალი – 1,5 ჩაის ჭიქა,

თევზის წვენი – 0,5 ჩაის ჭიქა,

ხახვი – 1 თავი

ძმარი და მარილი  გემოვნებით.

მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: ციცქა–ცოლიკოური.