პაკისტანურ "თალიბანში" განაცხადეს, რომ "ალ-ქაიდას" ლიდერი ოსამა ბინ ლადენი ცოცხალია.
ინფორმაციას ამის შესახებ პაკისტანური ტელევიზია "ჯეოტვ" ავრცელებს.
ცოტა ხნის წინ პაკისტანის სპეცსამსახურებმა სააგენტო "როიტერს" დაუდასტურეს ცნობა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შესახებ.
"სი-ენ-ენ"-ის ცნობით, მას ტყვია თავში აქვს მოხვედრილი.
განცხადება ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ გააკეთა.