"ღარიბაშვილმა და მარგველაშვილმა კეთილი ინებონ და თავიანთი ემოციები სახლში დატოვონ"

"დაპირისპირებას და უთანხმოებას გააჩნია - ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები ვალდებულები არ არიან ერთმანეთი გულზე ეხატებოდეთ მთავარია, მათი ურთიერთგანწყობა სახელმწიფოს მართვაში არ უშლიდეთ ხელს. დანარჩენი მათი პირადი საქმეა და საზოგადოების გასარჩევი არ არის. ღარიბაშვილმა და მარგველაშვილმა კეთილი ინებონ და თავიანთი ემოციები სახლში დატოვონ. პრემიერის კომენტარი კი ამ თემაზე ჩემთვის დამაკმაყოფილებელია", - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ"ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ღარიბაშვილმა და მარგველაშვილმა ემოციები სახლში უნდა შეინახონ!" / "ხელისუფლების ქმედებები არარეფექტურია".

"არაფერი გამორიცხული არ არის, მაგრამ რასაც ახლა ვუყურებთ, იმ უთანხმოებამ სახელმწიფოს ზიანი არ უნდა მოუტანოს. თუ დავინახეთ რომ ამთი ურთიერთობა სახელმწიფოს ინტერესებთან იკვეთება, მაშინ ეს ადამიანები სათანადოდ უნდა შევაფასოთ. მათ მარტო თავიანთი თავი არ აბარიათ და მათ, სხვა რამესთან ერთად, საკუთარი ემოციების შენახვაც მოეთხოვება. ახლა საგანგაშო არაფერი არ არის, მაგრამ უკვე ცუდია, რომ მათ ურთიერთობაზე კითხვები ჩნდება. ხელისუფლებაში ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ მაქვს ასეთი პოზიცია, რომ მოყვარეს პირში უნდა უძრახო - ამიტომაც ღიად ვამბობ რა არ მომწონს ხელისუფლების ქმედებებში. მაქვს შენიშვნები", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

"საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არასაკმარისად ეფექტურია. ამ ნაკლზე საზოგადოებაც მიუთითებს და ამ შენიშვნაზე ისინი ადეკვატურად უნდა რეაგირებდნენ. სირაქლემას პოზიციაში ჩადგომა მათ ხეირს არ მოუტანს. მოიკოჭლებენ გადაწყვეტილებების მიღებაში და გადაწყვეტილებების აღსრულების სისწრაფეში. პრობლემები ხელისუფლებაში იმიტომ არის, რომ ძალიან ფრთხილობს, არ უნდათ კანონგადაცდომები დაუგროვდეთ. მაგრამ როცა პასუხისმგებლობა გაქვს, გინდა თუ არა გადაწყვეტილება უნდა მიიღო, ხალხმა ისინი ამიტომ დაიქირავა. სიფრთხილის გამო გადაწყვეტილების არმიღება, საბოლო ჯამში, აზიანებს სახელმწიფოს. ვთხოვდი, რომ უფრო ენერგიულები და დამოუკიდებლები იყვნენ გადაწყვეტილების მიღებაში და პრობლემები სწრაფად მოაგვარონ", დასძენს გია ხუხაშვილი და შეკითხვას - "ყველაზე მეტი პრობლემა რომელს სფეროშია?" - პასუხობს:

"როგორც ყოველთვის, მთავარი პრობ;ლემა უმუშევრობაა. ეკონომიკაში ყველაზე მეტ პრობლემებს ვხედავ. საქართველოში პოლიტიკა კლასიკური, მრავალპარტიული გაგებით დღეს არ არსებობს. სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, რომ ხელისუფლებას ადეკვატურ კონკურენციას ვერც ერთი პარტია ვერ უწევს. ეს ფაქტორი მათ მოქმედებისთვის გარკვეულ კრტბლანშს აძლევს. სოციალირ სფეროში ხელისუფლებას წარმატებები ნამდვილად აქვს, რაც ჯანდაცვის მინისტრ სერგეენკოს დამსახურებაა. ეკონომიკაში რთული ვითარებაა - გასაგებია, რომ საკიტხი სრაფად არ გვარდება, მაგრამ ტემპი არასაკმარისია. მწვავე ვითარებაა სამართლიანობის აღდგენის კუთხითაც - აქაც მეტი აქტიურობაა საჭირო. აუცილებელია სხვა ტიპის სისტემური ნაბიჯები გადაიდგას. განუკითხაობას წინა ხელისუფლება სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენელთა მეშვეობით ახორციელებდა. ამ ადამიანების დიდი ნაწილი ისევ სისტემაში მუშაობს, ისინი ისევ იღებენ გადაწყვეტილებებს. ბუნებრივია, საქმე გვაქვს ინტერესთა კონფლიქტთან, ისინი საქმეების გამოძიებით დაინტერესებულნი არ არიან და პირდაპირ თუ ირიბად შეეცდებიან ხელი შეუშალონ. ეს კიდევ ცალკე პრობლემაა, ამას მიხედვა სჭირდება".