საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 142 კვალიფიციური სერჟანტი შეემატა. დღეს, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში ორი სასწავლო კურსი დასრულდა. ძირითადი სასწავლო (ათეულის მეთაურის ) და ოცეულის სერჟანტის ( შუალედური) კურსების დასრულებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება კოჯორში გაიმართა.
კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები წვრთნებისა და განათლების სარდლობის შტაბის უფროსმა პოკოვნიკმა როინ ფაილოძემ და ცენტრის ხელმძღვანელმა მაიორმა ლაშა დავითაძემ გადასცეს. პოკოვნიკმა როინ ფაილოძემ, მაიორმა ლაშა დავითაძემ და წარჩინებულმა კურსდამთავრებულმა კაპრალმა ზაზა ახალაიამ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს, კურსების დასრულება მიულოცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.
18 კვირიანი ძირითადი სასწავლო (ათეულის მეთაურის) კურსი 107 სამხედრო მოსამსახურემ გაიარა. ხოლო ოცეულის სერჟანტის (შუალედური) 12 კვირიანი კურსი 35-მა სამხედრო მოსამსახურემ დაასრულა. კურსების განმავლობაში სერჟანტებმა ფიზიკური მომზადება, დღისა და ღამის ნავიგაცია, ქვედანაყოფის მართვის პროცედურები, ტაქტიკის საფუძვლები, კავშირგაბმულობის, პირველადი სამედიცინო დახმარება, საცეცხლე და სამწყობრო მომზადება შეისწავლეს და სროლის ხელმძღვანელობის კურსი გაიარეს. მომზადება კოჯრის საწვრთნელ ბაზაზე მიმდინარეობდა.
დღეიდან სერჟანტები საკუთარ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან და ახლად მიღებული წოდების შესაბამისად გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს.
პოლკოვნიკი ფაილოძე - წვრთნებისა და განათლების სარდლობის შტაბის უფროსი
მაიორი ლაშა დავითაძე - გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის მეთაური