"რუსთავი 2"-ს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი ყიდულობს? - ამ სახელწოდებით სტატიას გაზეთი "ალია" აქვეყნებს.
"ტელეკომპანიის გაყიდვის გადაწყვეტილება ძმებმა ყარამანაშვილებმა რამდენიმე დღის წინ მიიღეს. მოლაპარაკებას ძმები, წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე ქართველ და უცხოელ ბზნესმენთან აწარმოებენ და ერთ-ერთი მათგანი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი ყოფილა, რომელიც თურმე იმდენად დაინტერესებულა ტელეკომპანიის შეძენით, მზად ყოფილა, რა თანხასაც დაასახელებენ ყარამანაშვილები, ის თანხა გადაიხადოს", - წერს გაზეთი.
ამასთან, როგორც გაზეთი იუწყება, უჩა მამაცაშვილი წარსულში მოსკოვში ბიძინა ივანიშვილის კომპანიების "სტოილენსკაია ნივას" და "მეტალოინვესტის" გენერალური დირექტორი იყო. ის ამჟამად "თანაინვესტირების ფონდის" ერთ-ერთი დამფუძნებელია (42%). ამ ფონდის დამფუძნებლები არიან ბიძინა ივანიშვილის მეგობარი გიორგი ბაჩიაშვილი (42%) და ლევან ვასაძე (16%).
"ყველამ იცის, რომ ეს ფონდი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შეიქმნა და თავადაც აფინანსებს. მამაცაშვილისა და ბაჩიაშვილის წილების ფაქტობრივი მეპატრონე სწორედ ივანიშვილია, რადგან ფონდში 1 მილიარდი დოლარი სწორედ მან გადარიცხა საქართველოში ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის. ლოგიკურად, ივანიშვილთან თანხმობის გარეშე, მამაცაშვილი არ გა
უჩა მამაცაშვილი თუ მართლა ყიდულობს "რუსთავი 2"-ს, მაშასადამე, ბიძინა ივანიშვილი დაშვებულ შეცდომას ასწორებს და ქართულ ტელესივრცეში "ნაციონალთა" მონოპოლიის დასრულებას აპირებს. ყველაზე ეფექტურ პიარსაშუალებას თუ წაართმევს და ეს სააკაშვილისა და მისი გუნდისთვის კატასტროფა იქნება", - წერს გაზეთის ავტორი.
როგორც გაზეთი იუწყება, მათ ინფორმაციის გადამოწმება უშუალოდ "რუსთავი 2"-ს გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან სცადეს, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ მოახერხეს.