იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მოქმედი მთავრობის მთავარი დაპირების - სამართლიანობის აღდგენის მოლოდინში არიან, კინორეჟისორი ლევან ანჯაფარიძეც არის. რეჟისორმა გაზეთ "ქრონიკასთან" საუბრისას ხმაურიანი განცხადებები გააკეთა; ის უკვე ერთი წელი ითხოვს, რომ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი კინოცენტრით საგამოძიებო უწყებები დაინტერესდნენ, სადაც გაფლანგულია მილიონობით ლარი.
ამონარიდი ინტერვიუდან:
"ამ ქვეყანაში ქართველი კაცი არაფერს აღარ წარმოადგენს, "პედერასტები" დაგვასვეს თავზე. რა სამართალი, სად არის სამართალი?! ამას დავანებოთ თავი, ქვეყანა ვერ დალაგდა, მარგველაშვილის "სასტავი" ცალკეა, უსუფაშვილის "სასტავი" ცალკეა... ერთადერთი ადამიანი, რომლის მიმართაც მაინც პატივისცემით ვარ განწყობილი, ეს ირაკლი ღარიბაშვილია. მიუხედავად იმისა, რომ დღეების განმავლობაში მთავრობის კანცელარიასთან ვიდექი პლაკატებით ხელში და ერთი ადამიანიც არ გამოსულა, მის მიმართ მაინც ვინარჩუნებ კეთილგანწყობას. რასაკვირველია, შიდა ბრძოლები მიდის, ეს გარედანაც ჩანს, ამას არ სჭირდება არც ექსპერტი და არც პოლიტოლოგი. ცალკე არიან "რესპუბლიკელები", ცალკე არიან ვიღაცები და ჭამენ ერთმანეთს. დღეს ათიდან რვა გამყიდველია და სწორედ ამ გამყიდველების წყალობით საქართველოში ნელ-ნელა გაიღვიძებს ვულკანი. ჩვენ ცოტა ხანი ოცნებაში ვიყავით, უკვე მიწაზე დავეშვით და
ვხედავთ, რომ ისევ "ნაციონალები" გრიალებენ. რა გამოდის, ესენი დაგვცინიან? თუ დაგვცინიან, მაშინ ცოტა ხანში ქუჩაში გამოვალთ და "ნაციონალებს" ვეტყვით: წადით, თქვენ მაიმუნ დედასაც შევ***ით! ახლა ვისაც ჩემი ნათქვამი არ მოეწონება, იმის დედასაც შევ***ი! როგორც ვამბობ, სწორედ ასე დაწერე!", - განაცხადა კინორეჟისორმა გაზეთ "კვირის ქრონიკასთან" საუბრისას.