"მე აქამდე ახალ ხელისუფლებაზე ხმას არ ვიღებდი, რადგანაც შინაგანად და გარეგნულადაც ვარ მისი მომხრე, მაგრამ ხელისუფლება, რომელიც დაკავებულია შიდა პოლიტიკური გარჩევებით, ნამდვილად იმსახურებს კრიტიკას. არ მესმის, რატომ ჰყავთ "ნაციონალებს" იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 9 წევრი და "ქართულ ოცნებას" - 4? რატომ უნდა ჰყავდეს თავისი წევრები ან ერთ მხარეს ან კიდევ მეორეს? რას აკეთებს ეს ხალხი, ხელფასებსა და პრემიებს რაში იღებენ?", - აცხადებს საქართველოს უშიშროების ყიფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურითრატომ ვერ ისმენენ ძალოვნები ძებნილი ზურაბ ადეიშვილის "ნაციონალებთან" საუბარს?
"ნახევარ საქართველოს რომ თავი დავანებოთ, ნებისმიერი პოლიტპატიმრის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ავტორი არის სისხლის სამართლის დამნაშავე. ეს არის სამართლებრივი ანაბანა. სასამართლო უნდა გახდეს თვითმმართველი ორგანო და მოსამართლეებს უნდა ნიშნავდეს სპეციალური კომისია. დღეს ყველაფერში უკუღმართობა გვაქვს და დალაგება არავის არ უნდა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვალერი ხაბურძანია და შეკითხვას - "როგორც ჩანს, ხელისუფლებას ამერიკელებმა უთხრეს, სასამართლოს ხელი არ ახლოთო", - პასუხობს:
"კი, კი... ამერიკელებისთვის 2012 წლის პირველი ოქტომბერი იყო კატასტროფა. როცა ამერიკის ელჩი, ნორლანდი, მიხვდა, ყველაფერი მძიმედ დატრიალდებოდა, დიღმიდან ეგრევე დარეკა სააკაშვილთან: შეწყვიტე პროცესი და შედეგები შეატრიალე 60/40-ზე "ოცნების" სასარგებლოდო. მანამდე პირიქით უნდა ყოფილიყო. ვირაც მეტყვის, შეინ საიდან იციო? ვიცი, მორჩა და გათავდა, ეს კულუარებში ყველამ იცის, მაგრამ არავინ არ ლაპარაკობს. იმ დროს საქართველოში რეალური შედეგი იყო 80/20-ზე "ოცნების" სასარგებლოდ, მაგრამ დაიდო ის შედეგი, რასაც დღესაც ვხედავთ".
"სიტყვამ მოიტანა და უნდა ვთქვა - უცნაური არ არის, რომ 3-მილიონიან ქვეყანაში დრემდე ამომრჩეველი ვერ დაგვითვლია? რატომ ვერ ვარკვევთ, ვინ სად არის მიწერილი და ვინს სად ცხოვრობ? ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს გაუკეთოს კიდევ ერთი სიკეთე, დაახლოებით 15 მლნ ლარი დაჯდება ელექტრონული საარჩევნო სისტემა. ეს საშუალებას მოგვცემს ყოველგვარი დიდი ფინანსური დანახარჯების გარეშე ჩავატაროთ არჩევნები. დღეს რომ მიდის ბრძოლა, კომისიებში ხალხი ჩაგვისვითო, ეს საერთოდ აღარ იქნება საჭირო. ამ სისტემაზე ჩვენს დროსაც კი იყო საუბარი დაწყებული, მაგრამ არც ერთ ხელსიუფლებას არ აღმოაჩნდა ნება, რომ ეს გაეკეტებინა. სხვათა შორის არც ოპოზიციას აწყობ _ თუ წააგებს, ვეღარ იყვირებს, რომ გაყალბებულია", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ნაციონალები" ტრაბახობენ - იუსტიციის სახლები ჩვენი ბრენდიაო და ვაშაძე უკრაინაშიც წავიდა ახალ ხელისუფლებას გამოცდილება უნდა გავუზიაროო. არანაირი ბრენდი ეგ არ არ არის - იუსტიციის სახლში დადგმულია რამდენიმე კომპიუტერი, რომელსაც ისევ მართავს ზურაბ ადეიშვილი. ასევე მაქვს ინფორმაცია და შეუძლიათ მიჩივლონ - "რუსთავი 2"-ს ამ წუთშიც მართავს იგივე ადეიშვილი. ადრე გითხარით - "რუსთავი 2"-ში სხვადასხვა ჯგუფები არსებობს, ნინო შუბლაძესა და "ინტელექტუალ" ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირებაა მეთქი. ამის შემდეგ წავიდა სამსახურიდან შუბლაძე. ახლა "ნაციონალებს" ჩართული აქვთ "ვაიბერის" სისტემა და როგორც ამბობენ, ამ სისტემას ახალი ხელისუფლება ვერ ისმენს. სწორედ ამ "ვაიბერით" იძლევა რეკომენდაციებს ადეიშვილი, რა როგორ უნდა გაკეთდეს "რუსთავი 2"-ში. დაუკვირდით, მიშა სააკაშვილი "რუსთავი 2"-ზე მაინცდამაინც აღარ ჩანს, როგორც მითხრეს, ბოლო დროს ფეხებზე დაიკიდა და ამ საქმეს ადეიშვილმა ამიტომ მოჰკიდა ხელი. თავის დროზე "ნაციონალების" მოსვლაში "რუსთავი 2"-მა დიდი როლი შეასრულა და ახლაც ამისთვის სჭირდებათ", - დასძენს ვალერი ხაბურძანია.