აღარ ვაპირებდი ამ „ფაქიზ თემაზე“ წერას, რადგან ჩავთვალე, რომ საკმარისზე მეტი „ვწერე და ვიკითხე“, მათ შორის, „საქართველო და მსოფლიოს“ ფურცლებზეც. მაგრამ, რა ვქნა, რომ იტყვიან, არ ასვენებთ გამჩენი სოდომ-გომორის ცოდვის შვილებს და მათ მცირერიცხოვან „ქომაგებს“, ამ შემთხვევაში ნინია კაკაბაძის, დიანა ტრაპაიძის და შალვა რამიშვილის სახით.
ყველას გვახსოვს, ეკლესიაზე და პირადად მის უწმინდესობაზე თეა თუთბერიძემ პირველი ღია შეტევა რომ მიიტანა, მას მხარი აუბა ნინია კაკაბაძემაც, თან ისე, რომ ძნელი გასარკვევი გახდა, თუ ვინ უფრო მეტად იმსახურებდა „ბუდარიხას“ (როგორც მაშინ ვუწოდე თუთბერიძეს ) სახელს - ნინია თუ თეა.
სულ ახლახან ნინიამ ურცხვად განაცხადა - ეკლესიაში იმიტომ არ დავდივარ, რომ იქ ბრაზიანი იერით მიშლიან შარვლით ან მოკლე კაბით, თავსაბურავის გარეშე მისვლასო, რაც, რა თქმა უნდა, მართლმადიდებლების სიბნელეს მიაწერა.
მაშინაც დავწერე და ახლაც ვიმეორებ - წადი, შვილო, და იმ ტაძრებში იარე, სადაც შარვლითაც შეგიშვებენ, დეკოლტეთიც და „სუპერ მინი“ კაბითაც, ჩვენს ეკლესიას და პატრიარქს კი თავი დაანებე!
ისიც კარგად გვახსოვს ყველას, რომ პატრიარქმა დიდ ჭაბუა ამირეჯიბს ბერად აღკვეცის უდიდესი პატივი მიანიჭა და ბერი დავითი უწოდა მას! ამ გარემოებას იმადაც გავუსვი ხაზი, რომ დიდი ჭაბუას ალალი დისწულია ნინია, რომლის გამოხდობებისგან, რომ იტყვიან, სული აქვს გამწარებული მოხუც გენიოსს.
აქედან გამომდინარე, ნინიაზეა, ალბათ, უპრიანი - „მაგრამ მარტო წვრთნა რას უზამს, თუ ბუნებამც არ უშველა“ ანდა: „ერთი ხიდან ბარიც გამოითლება და ცულის ტარიცო“.
რაც შეეხება „უნიჭიერეს ჟურნალისტ“ (როგორც მას ბიძინა ივანიშვილმა უწოდა) შალვა რამიშვილს, ჯერ იყო მისი „რადიო 105“, რომლიდანაც პირდაპირ ეთერში გაჰყვიროდა - მე მინდა, რომ ჩემმა ცოლმა ჩემს მეგობარს მისცეეეს! და რა იყო ეს? პერფორმანსი თუ ეპატაჟის დამკვიდრების პირველი მცდელობა ქართულ ჟურნალისტიკაში? არ ვიცი, მაგრამ, სულო ცოდვილო, ერთი კი გავიფიქრე - ორი-სამი დღით ხომ არ ჩავეწერო შალიკოს მეგობრებში-მეთქი?
მერე იყო და, მართლაც ნიჭიერად გაკეთებული „დარდუბალა“, რომელთანაც ახლოსაც ვერ მივა დღევანდელი „ბანანის რესპუბლიკა“, რაც იმის ვარაუდის უფლებას გვაძლევს, რომ იმ „დარდუბალას“ მთავარი შემოქმედები ზვიო და სხვა სცენარისტები იყვნენ.
შემდეგ „ტელე-202“, საიდანაც ნელ-ნელა, როგორც ამბობენ, მერკანტილური ინტერესების გამო, გააძევა იგივე ზვიო, მიშა მშვილდაძე და ა.შ. სხვა მრავალი და მარტო „ქაჩავდა“ და არც თუ უნიჭოდ ყველაფერს, მაგრამ...
ნიჭმა უღალატა და კობა ბექაურს მაყუთი ისე ვერ ააფრცქვნა, რომ იმ „ჩობან-გოიმს“ ფარული კამერით არ ჩაეწერა.
მისი პატიმრობის შესახებაც დაწვრილებით ვიცი, რადგანაც შალიკო ჩემს სიყრმის მეგობართან ერთ საკანში იჯდა, თუმცა ეს სხვა თემაა, ჯდომაც არის და ჯდომაც.
მისი განთავისუფლების შემდეგი ნაბიჯიც, მისივე მრწამსის შესაფერისი იყო, როცა სკანდალურად ცნობილი შოუს, „სიმართლის დრო“-ის პირველ წამყვანად მოგვევლინა „იმედზე“ და ახლაც იქ იქნებოდა, მცირე ხანში რომ არ გაეპანღურებინათ იმ გარყვნილების ბუდიდან.
თუმცა სულ მალე უკვე „მაესტროში“ მოგვევლინა „სუბიექტური აზრის“ წამყვანად და პარალელურად ტურასავით, არა, რუსულად უფრო კარგად ჟღერს, „შაკალივით“ დაძრწოდა „აკრედიტაციის გარეშე“ და უხვი ცინიზმით ყოველივე ქართულის, მართლმადიდებლურის და ტრადიციულის მიმართ.
რომელი ერთი გავიხსენო? მისი ქირქილი ეროვნული ფორუმის მარშის მიმართ თუ ცინიკური რეპორტაჟები „სახალხო კრების“ ბოლო, 26 მაისის წინარე აქციებიდან? თუმცა მისი „ბიძინამდელი“ ქილიკ-ღლიცინის აპოგეა, მაინც საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან გაკეთებული „აკრედიტაციის გარეშე“ იყო. როდესაც ცნობილი კანონის მიღების შემდეგ, რომლის ძალითაც საქართველოს დედაეკლესია უფლებრივად სატანისტურ სექტებს გაუთანაბრდა და ამ ამბით დაზაფრული მორწმუნე მრევლი სინოდის განჩინებას ელოდებოდა, „შეუკიკინა“ მიკროფონის პირში შეჩეჩებით და ფარისევლური, დამცინავი ღიმილით - რატომ ხართ აქ? რას აპროტესტებთ? და ა. შ. იქამდე, რომ კინაღამ ალიყური გამოსტყუა მართლმადიდებელ ბიჭებს.
არადა, ახი იქნებოდა, თუნდაც იმიტომ, რომ შალვა რამიშვილი ის კაცია, ვინც ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც ამ რამდენიმე წლის წინ მიუცია ჟურნალ „სარკისთვის“, კითხვაზე: - ღმერთი გწამთ? უპასუხა: - ღმერთზე მაშინ ვიფიქრებ, როდესაც ერექცია აღარ მექნებაო.
ახლა იმავე საქმეს ბიძინას პატრონაჟით აგრძელებს და სასაცილო იყო მისგან, ამას წინათ ქვიშხეთში, როცა პოლიციის შენობაში მოკლულის სახლში არ უშვებდნენ, როგორ ამუნათებდა იქაურებს - ქართველები (!!!) არა ხართ? პანაშვიდზე ჩამოვედი და როგორ არ მიშვებთო.
ან კიდევ ბასილ მკალავიშვილთან მისი „აკრედიტაციის გარეშე“ რად ღირს? რომლის მთავარი მიზანიც გადაცემის ბოლოს გახდა ცხადი. როცა ამ განკვეთილმა მღვდელმა სულ ნარკომანები, ლოთები და მამათმავლები უძახა პატრიარქის გარემოცვის უმრავლესობას. აი ეს, ანუ, ეკლესიის, პირადად პატრიარქის დისკრედიტაციის მცდელობა იყო მთავარი მიზანი, თორემ ვინ დაიჯერებს, რომ რამიშვილს გლდანის ეკლესია ადარდებს, რომლის ტარანით შენგრევასაც სიხარულით შეხვდა თავის დროზე.
ერთი სიტყვით, ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ შალვა რამიშვილს ღმერთი ერექციით და მის გარეშეც სწამს, რადგან მისი ღმერთი მამონაა და მწვანე დოლარი - მოციქული მისი.
აი, ამისთანა ხალხმა „გაუჩალიჩეს“ ნანა კაკაბაძეს ის, რაც უნდოდათ - ჯერ ნინიამ უწოდა ფაშისტი და ბოდიშის მოხდა მოითხოვა მისგან და მეორე დღეს, „სუბიექტურ აზრში“ ლამის „გატისკეს“ საწყალი ნანა შალვა რამიშვილმა და დიანა ტრაპაიძემ ტანდემში.
არადა, რისთვის? იმისთვის, რომ ერთ-ერთ ინტერვიუში უთქვამს - ჰომოსექსუალიზმისთვის, ალბათ, არ უნდა დაიჭირონო, მაგრამ პედერასტობის პროპაგანდაც დაუშვებელიაო.
აი, ეს „ალბათ“ არ აპატიეს, „ალბათ“ ხომ დაეჭვებას ნიშნავს და ეს როგორ გაბედეო. იმავეს აწვებოდა გადაცემაში სპეციალურად ჩართული, საზოგადოება „გენდერული თანასწორობისა და ლგბტ ადამიანის უფლებებისთვის“, ვინმე მაგდა კალანდაძე, რომელმაც აშკარად ვერ „გაქაჩა“ ნანასთან, რამაც შალვას რეპლიკა გამოიწვია: „ცოტა მკაცრად, ლგბტ აგებსო“, ანუ აშკარა გახადა გადაცემის წამყვანთა წინასწარ დასახული მიზანი - რადაც არ უნდა დასჯდომოდათ, ნანა კაკაბაძე უნდა ჩაეწიხლათ.
თვით „დიდი“ რონალდ რეიგანის ავტორიტეტმაც არ გაჭრა - ჩემი ჰომოფობია რა სახსენებელია, აბა, რეიგანს ეზიზღებოდა პედარასტები თუ ეზიზღებოდაო. რადგან შალიკომ, - იმის მერე ამერიკა წინ წავიდა და დღეს ვერავინ გაბედავს რეიგანის ენით საუბარსო.
ნანა კაკაბაძე უფლებადამცველია, მას პრინციპული პოზიციის და უამრავი კეთილი საქმის გამო მთელი საქართველო პატივს სცემს. ამას იმად ვამბობ, რომ საკუთარ პოზიციას უჩემოდაც კარგად დაიცავს, მაგრამ, შესაძლოა, ყბადაღებული პოლიტკორექტულობის გამო ღიად ვერ თქვას ყველაფერი, ამიტომ მე ვიტყვი:
პედერასტია ბერძნულად ბიჭების სიყვარულს ნიშნავს! ეს მოკლედ. უფრო ვრცლად კი - სქესობრივი გარყვნილება - სქესობრივი ურთიერთობა მამაკაცებს შორის, მამათმავლობა. ასე განმარტავს ამ სიტყვას 1964 წელს, ანუ საბჭოური(!!!) გამოცემის უცხო სიტყვათა ლექსიკონი.
რატომ 3 ძახილის ნიშანი? იმიტომ, რომ ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც, მიუხედავად დიამეტრალურად დაპირისპირებული იდეოლოგიებისა, საბჭოთა ლექსიკონის იდენტური განმარტება იყო იმავე პერიოდის ამერიკულ თუ დასავლეთევროპულ ლექსიკონებშიც, რადგან ეს ის დრო იყო, როდესაც დასავლეთშიც, მიუხედავად „თავისუფალი სექსის“ ჰიპური ფილოსოფიის პირველი ნაბიჯებისა, საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ჯერ კიდევ ტრადიციულ-კონსერვატორული იყო, ანუ „განათლებული“ დასავლეთისთვისაც ისევე მიუღებელი იყო პედერასტობა, როგორც ჩვენთვის, „გაუნათლებელი“ საბჭოელებისთვის.
90-იანი წლების დასაწყისში გაერომ გაუუქმა ავადმყოფის სტატუსი არა მხოლოდ გეებს, არამედ ყველა ე.წ. ლგბტ-ს, ანუ ლესბოსელ-გეი-ბისექსუალ-ტრანსექსუალებს (ეს ისე, იმათთვის ამ აბრევიატურის გაშიფვრა, ვინც არ იცოდა). ქვემოთ კი, სადაც დამჭირდება, ყველას მიმართ ჩვენებურად, თბილისურად პედერასტებს ვიხმარ, რადგან პედერასტობა იმას არ ნიშნავს მხოლოდ, უკაცრავად და, ვინ მამალია და ვინ - დედალი, ან ვინ ზევით არის და ვინ - ქვევით, რადგან, ხორციელი გარყვნილების გარდა, ზნეობა-უზნეობის საკითხიც არის, ანუ ნორმალური ორიენტაციის კაცი შეიძლება მაინც პედერასტი იყოს.
პრეზიდენტმა ობამამ შარშან საზეიმო ვითარებაში გააუქმა კანონი, რომელიც აშშ-ის ჯარში პედერასტების მსახურებას კრძალავდა, თან პედერასტების ისტორიულ დამსახურებაზე ისაუბრა ამერიკის წინაშე. მეტიც, ყოველი წლის ივნისი მათ თვედ გამოაცხადა და მსოფლიო პედერასტებს ივნისში გეიაღლუმების ჩატარებაზე „კურთხევა“ მისცა.
ჰოდა, მოდი და ნუ დაეთანხმები შალვას - რეიგანის შემდეგ აშკარაა „ამერიკის წინსვლა“. რაც შეეხება ქართველი ლგბტ-ების დამცველ მაგდა კალანდაძეს - პედერასტები ეგეთები იბადებიან და რას ერჩითო? პედოფილებიც ეგეთები იბადებიან და შემხვედრი წინადადებით შემოვდივარ: ნურც მაგათ დაიჭერენ, იმ აბრევიატურას ბოლოში ერთი „პ“ დავამატოთ და ლგბტპ გამოვა. პედოფილების უფლებებიც დავიცვათ, რადგან, თუ წინსვლაა, წინსვლა იყოს, ბარემ „დამკაშიც გავიდეთ“, თორემ რას იტყვის ევროპა?
რაც შეეხება პედერასტობის პროპაგანდის ფაქტებს, რის დასახელებასაც შალიკო რამიშვილი დაჟინებით ითხოვდა („იმედის“ „ნანუკას შოუ“, „რუსთავი 2“-ის „პროფილი“), რა, ერთხელ და ორჯერ გვინახავს იქ ცნობილი პედერასტები? მაგრამ ყველას მაინც „მზე“ უჯოკრავს, სადაც ცნობილი ერთი ასეთი „ქათამი“ წამყვანადაც მუშაობს და ამასწინათ, არც მეტი არც ნაკლები, „გარშოკი“ ეხურა თავზე. პირისპირ კი ისეთი ნაზი და ჰაეროვანი ყმაწვილი ეჯდა და ისეთი სექსუალური ვუალი ეკეთა, მისი სინაზე მერი შერვაშიძესაც კი (შემინდოს მისმა ლამაზმა სულმა) შეშურდებოდა.
მამაჩემის და ჩემი თაობის თბილისში, თავად ქალაქი, ქუჩა, ყოველგვარი „ენჯეოების“ გარეშე,არეგულირებდა ამ პრობლემას, ანუ პედერასტებს, მხოლოდ იმიტომ, რომ პედერასტები იყვნენ,არავინ ერჩოდა. მეც ასე ვარ გაზრდილი, ანუ ასემც უქნიათ, სარი უთხრიათ, მე ეგ არ ვიდარდო.
მაგრამ ის, რაც შალვას ღიმილს ჰგვრის, ჩემთვის მკაცრი რეალობაა - დიახ, სწორედ მსოფლიო მასონები ებრძვიან ყოველივე ეროვნულს, ტრადიციულს და არა მხოლოდ საქართველოში. მათი ბრძოლის ერთ-ერთი იარაღი კი, დიახაც, პედერასტობის პროპაგანდაა. და რა გინდათ, რამიშვილებო, ნინიებო და თუთბერიძეებო, ეს ხალხი უნდა მიყვარდეს?
არა, ბატონო! თუ პედერასტების ლეგიტიმური უფლება კურტუმოების ქნევაა, მეცა მაქვს იმის უფლება, რომ, ვინც მინდა, მძულდეს, და, ვინც მინდა, მიყვარდეს. მე მიყვარს სამშობლო, ჩვენი პატრიარქი, წინაპართა საფლავები, შვილები, შვილიშვილები, მეგობრები და ა. შ.
პედერასტები მძულს და მეძახეთ ახლა ბნელი და ჰარიფი...