[ლილი ხმალაძე, “რეზონანსი”]
ახალ ათონში რუსი მესაზღვრეებისათვის სამხედრო ქალაქი გაიხსნა. აფხაზური ვებ გვერდის ”აფსნი პრესის” ცნობით, საზღვრის დაცვის ინფრასტრუქტურასთან ერთად, უმაღელს დონეზეა მოწყობილი საცხოვრებელი სახლებიც.
თბილისში ამბობენ, რომ ასეთი ნაბიჯით რუსეთი აფხაზეთს ითვისებს. მსგავსი ქალაქებისა და ბაზების გახსნა სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოდ ჩატარების საბაბით აფხაზეთის ასიმილაციისკენ არის მიმართული.
ახალ ათონში რუსი მესაზღვრეებისათვის აშენებული სამხედრო ქალაქი საზეიმო ვითარებაში გახსნეს.
ოფიციალური ინფორმაციით, ახალი ათონის სამხედრო ქალაქი 0,9 ჰექტარზე გაშენდა, რომელზეც 2010 წლის ივლისიდან 200 მუშა მუშაობდა.
სამხედრო კომპლექსი საზღვრის დაცვის უახლესი მოთხოვნების მიხედვით არის აღჭურვილი. მოწყობილია ელექტორი და წყალგაყვანილობა.
საცოხვრებელი სახლები, სადაც სასაზღვრო ძალების თანამშრომლებისა და მათი ოჯახების დასვენებისათვის ყველა პირობაა შექმნილი, უახლესი ტექნოლოგიებით არის მოწყობილი. უზრუნველყოფილია დასასვენებელი და საბავშვო ოთახებით, სპორტული და სათამაშო მოედნებით.
სამხედრო ქალაქის გახსნის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა, აფხაზეთში რუსეთის დე ფაქტო ელჩმა სემიონ გრიგორიევმა, აფხაზეთში დისლოცირებული რუსი მესაზღვრეების ხელმძღვანელმა იური ზვირიკმა და დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსმა ასლან ბჟანიამ მიიღეს.
”ეს ორ ქვეყანას - აფხაზეთსა და რუსეთს შორის ძმური ურთიერთობების გარღმავების მაჩვენებელია და აფხაზეთის საზღვრების სანდოობის განმტკიცების, მის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კიდევ ერთი მტკიცებულებაა” -განაცხადა იური ზვირიკმა გახსნის ცერემონაიზე.
სერგეი ბაღაფშმა კი აფხაზეთში სტაბილურობისა და სიმშვიდის დაცვისათვის რუს მესაზღვრეებსა და ვეტერანებს მადლობა გადაუხადა.
”ეს ხელს უწყოს სახელმწიფოს განვითარებას და შემდგომში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას”, - განაცხადა ბაღაფშმა.
სემიონ გრიგორიევმა კი აღნიშნა, რომ რუსი მესაზღვრეები ”ღირსეულად შეასრულებენ თავის მოვალებას და აფხაზეთის წმინდა მიწაზე მშვიდობასა და უსაფრთხოებას დაიცავენ”.
2009 წელს, ”აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის ერთობლივი დაცვის შეთანხმების” ხელმოწერის შემდეგ, ეს აფხაზეთის ტერიტორიაზე უკვე მესამე სამხედრო ქალაქია. თუმცა, ”აფსნიპრესის” ინფორმაციით, ახალი ათონი უკანასკნელი არ იქნება. წლის ბოლომდე აფხაზეთში რუსი მესაზღვრეებისთვის კიდევ რამდენიმე ქალაქი გაიხსნება.
აფაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა ამბობს, რომ რუსეთი აფხაზეთში სამხედრო ობიექტებს მრავლად ხსნის და ამას მომავალშიც გააგრძელებს. მისი თქმით, ასევე დაგეგმილია სოჭიდან ლესელიძეში ე.წ. კაზაჩი ბაზარის გადმოტანა. ასევე იგეგმება”საზღვრის” ფსოუდან მდინარე ბზიფზე გადატანა.
”აფხაზეთში ასეთი ბაზები ძალიან გამალებულად იხსნება. უკვე არის გუდაუთაში. ამას დაემატა სამხედრო ქალაქი ახალ ათონში. არის ინფორმაცია, რომ ლესელიძეში სოჭის მიდაოებში მდებარე ე.წ. კაზაჩი ბაზარი გადმოაქვთ, ამით აფხაზეთის ტერიტორიაზე გარკვეული ეკონომიკური ზონის შექმნა სურთ”.
საერთოდ ფიქრობენ, რომ ფსოუდან სასაზღვრო პუნქტი მდინარე ბზიფზე გადმოიტანონ, ასეთი აზრი არსებობს რუსულ სამხედრო წრეებში და ამ აზრის განხორცილებაზე საკამოდ რეაულური ნაბიჯები იდგმება. უკვე აშენებულ ბაზებში არის სამხედრო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები.
ძალიან გამალებულად მიდის აფხაზეთის მილიტარიცია. რუსეთს შემოჰყავს ჯარი, თუმცა, აქ მარტო მესაზღვრეები არ არიან. როგორ ჩანს, სხვა ნაწილებიც არის.
”გუდაუთაში ლაპარაკია ავიაციაზე, ახალ ათონში რა საჭიროა მესაზღვრეები, როცა იქ არ არის საზღვარი? თუ კი ბზიფზე გადაიტანენ საზღვარს, მაშინ მესაზღვრებიის შემოყვანაც შედარებით ახლოს იქნება მათ ქმედებასთან”, - ამბობს გვაზავა.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თქმით, რუსეთს ასეთი ნაბიჯებით აფხაზეთის სამხედრო თვალსაზრისით გამაგრება სურს და ამ ყველაფერს მოსალოდნელი ქართული აგრესიით ამართლებს.
”რა აბრევიატურის ქვეშ გაკეთდება ეს ყველაფერი, მნიშვნელობა არ აქვს. რუსეთის მხრიდან საზღვრის ასეთი დაცვა რა საჭიროა, ისინი ხომ ისედაც ერთად არიან? რეალურად ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ პირველ რიგში სამხედროებით დაასახლონ აფხაზეთი, ამით მოხდეს აფხაზეთის ასიმილაცია და თუ კი საერთოდ როდისმე რამე მოხდა, იქ იყოს სამხედრო ნაწილები და სამხედრო სკოლაგამოვლილი ხალხი. მართალია, თანდათან ჯარში სამსახურს მიატოვებენ ისინი, მაგრამ იქაურ მაცხოვრებლებად იქცევიან.
რუსეთს სურს, აფხაზეთში მებრძოლი კუთხე ჩამოყალიბოს. მიზეზი აქვთ - საქართველოს აგრესია და სოჭის ოლიმპიადის ჩაშლა. იქ რომ რამე მოხდეს, ყველაფერი ქართულ მხარეს დაბრალდება.
ვფიქრობ, ნორმალურად მოაზროვნე აფხაზები ხვდებიან, რაც მოხდა და რომ არანაირ საზღვრების დაცვაზე და ქართულ აგრესიაზე ლაპარაკი არ არის. საქართველოს პოლიტიკა ამ კუთხით არ არის მიმართული. ნათელია, რომ ეს მხოლოდ ასიცმილაციის კუთხით ხდება, რომ თანდათან ეს რეგიონი გახდეს რუსული.
”დღევანდელი სეპარატისული მთვრობა ხელს შეუწყობს რუსეთის ასეთ ქმედებას. სხვა გამოსავალი არ აქვთ. დღეს რეალური ოპოზიცა, რომელიც შეიძლებოდა ამის წინააღმდეგ არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც დამდგარიყო, აფაზეთში არ ჩანს”, - ამბობს გვაზავა.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი მიიჩნევს, რომ რუსეთი სამხედრო ქალაქებს 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის ეფექტურად ჩასატარებლად აშენებს. გარდა ამისა, ფიქრობს, რომ რუსეთი ასეთი ქმედებით აფხაზეთს ითვისებს.
”რუსები აშენებენ ძალიან კაპიტალურ, სერიოზულ სახლებს და სამხედრო ბანაკებს. პირველ რიგში ეს ხდება ოლიმპიადისათვის. რუსეთს სურს, მათ უფრო ეფექტურად განახორციელოს ოლიმპიური თამაშები და არ ”ჩაუვარდეს”.
ამ წელიწადში კიდევ რამდენიმე ასეთი სამხედრო ქალაქის აშენება ნიშნავს, რომ რუსეთი ითვისებს აფხაზეთს. რომც არ ააშენოს, ეს მაინც ასე იქნება. 10 სახლით ზედმეტს ააშენებს, თუ ნაკლებს, ამ შემთხვევაში არაფერს ცვლის.
”რუსეთმა მოახდინა ოკუპაცია, ჩაითრია საქართველო ავანტიურაში და რისი გაკეთებაც უნდოდა, მიაღწია კიდეც. ახლა უბრალოდ აფხაზეთს ითვისებს. იქ ხუთ სახლს ააშენებს თუ შვიდს, არავითარი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენდა სამწუხაროდ, რუსეთი იქ ძალიან ბევრ სამხედრო ობიექტს აშენებს 2014 წლის ოლიმპიადის დასაცავად.
”ქართული მხარის პოლიტიკამ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება დაუშვა. ახლა რუსეთი ისე იქცევა, როგორც გაუხარდება. ჩვენ კი გარედან ვუყრებთ ამ ყველაფერს და თითოეულ აშენებულ სახლს ვითვლით”, - ამბობს ზაქარეიშვილი.
კონფლიქტოლოგის აზრით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ყოველთვის შეუწყობს ხელს რუსული სამხედრო ქალაქების მშენებლობას.
აფხაზეთში არ სჯერათ, რომ რუსეთი მათ დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს, თორემ, მათი საზღვრის დაცვას რომ უზრუნველყოფს, ამისი სჯერათ. ამიტომ ასეთი სამხედრო ქალაქების მშენებლობას ყოველთვის მიესალმებიან და ამით კმაყოფილები არიან აფხაზეთში.
”ქართულ მხარეს ამისთვის წინააღდეგობის გაწევა მხოლოდ პოლიტიკის შეცვლით შეუძლია. თუმცა, მანამდე ქვეყნის ხელმძღვანელი უნდა შეიცვალოს. მისი უნიათო პოლიტიკით სარგებლობს რუსეთი და ამიტომ ითვისებს აფხაზეთს. მას არავინ ელაპარაკება. რუსეთმა მიარღია, რომ სააკაშვილი მისთვის მიუღებელია და ვერუბედავს რუსეთს გაჩერებას.
როგორც კი ხელისუფლება კანონიერი და კონსიტუტციური გზით შეიცველბა, მერე დაიწყება, ალბათ, პოლიტკის ცვლილებაც”, - ამბობს ზაქარეიშვილი.