ვინ მოიპოვებს ოქროს მედლებს?

ვინ მოიპოვებს ოქროს მედლებს?

მოახლოვდა ფეხბურთის მარათონის - სსრ კავშირის ჩემპიონატის ფინიში. ვინ მოიპოვებს ოქროს მედლებს? რა თქმა უნდა თბილისელი დინამოელები ან მოსკოველი ტორპედოელები.

თბილისელთა და მოსკოველთა წარმატება გასაგებია. ტურნირის ამ მუდმივმა ლიდერებმა კარგად დაილიეს ძნელი დისტანცია და ფინიშისთვისაც კი შეინარჩუნეს ძალები.

ორივე გუნდის შემადგენლობაში სისტემატურად და დროულად შეჰყავდათ ახალი ძალები. მაგალითად მოსკოველებს შეემატათ მცველები ვ. ანდრეიუკი და ვ. სარაევი, თავდამსხმელები ვ. სოლოვიოვი და ვ. შჩერბაკოვი, ხოლო თბილისელებს - ცენტრალური მცველი ვ. რეხვიაშვილი, მცველი გ, ცხოვრებოვი, თავდამსხმელი ი. დათუნაშვილი.

ახალგაზრდული გატაცებით თამაშობდნენ ვეტერანები - ფორვარდები ვ. ივანოვი, მ. მესხი და ს. მეტრეველი. ეს უკანასკნელი წარმატებით თამაშობს ამ სეზონში ცენტრალურ თავდამსხმელად.

დინამოელები და ტორპედოელები თამაშობდნენ შეტევითი სტილით, თავს ახვევდნენ მეტოქეებს ტაქტიკას. ორივე გუნდმა პირველად გამოიყენა შემოქმედებითად პოპულარული ბრაზილიური სისტემა. თავდამსხმელები უნარიანად ახამებდნენ კოლექტიურ და ინდივიდუალურ თამაშს.

და აი ორი ლიდერი ფინიშის წინაა: მოსკოველებს დარჩათ ორი შეხვედრა თავიანთ მოედანზე კიეველებთან და ალმაატელებთან, თბილისელებს კი ქუთაისში ადგილობრივ ტორპედოელებთან, ხოლო შემდეგ თავიანთ მოედანზე მინსკელ თანაკლებელებთან და „შინიკთან“. ორივე გუნდის მიზანი ნათელია - მოიგონ დარჩენილი შეხვედრები. შეძლებენ კი?

მოსკოვის ტორპედოელები და კიევის დინამოელები ძველი მეტოქეები არიან. სსრ კავშირის ჩემპიონატებში, დაწყებული 1938 წლით, ისინი ერთმანეთს შეხვდნენ 43-ჯერ. უფრო ხშირად იმარჯვებდნენ მოსკოველები (21-ჯერ). კიეველებს უპირატესობა ჰქონდათ მხოლოდ რვა მატჩში. „კაირატთან“ ტორპედოელებს ჰქონდათ სამი შეხვედრა და ორი უკანასკნელი  მოიგეს.

რაც შეეხებათ თბილისელებს. ქუთაისის ტორპედოელებთან ხუთ ოფიციალურ შეხვედრაში ისინი ორჯერ გამოვიდნენ გამარჯვებული და სამი მატჩი ფრედ დაამთავრეს. მინსკის დინამოელებთან 26 შეხვედრაში თბილისელებმა მოიგეს 14 და წააგეს მხოლოდ ექვსი. იაროსლავლის „შინიკს“ კი დინამოელები გაეცნენ მიმდინარე წლის აპრილში და დაამარცხეს ანგარიშით 1:0.

ამრიგად, ლიდერებს შეუძლიათ შეასრულონ ამოცანა. მაშინ იმის გამო, რომ მათ თანაბარი ქულები ექნებათ მოგროვილი, სსრ კავშირის ფეხბურთის ფედერაცია პირველად დანიშნავს დამატებით მატჩს ნეიტრალურ მოედანზე. მოხდება თუ არა ეს? ვნახოთ...