რუსთაველის გამზირს გიგანტური ზომის კალიებმა გადაუფრინეს

რუსთაველის გამზირს გიგანტური ზომის კალიებმა გადაუფრინეს

რუსთაველის გამზირს ამ დილით გიგანტური ზომის კალიებმა გადაუფრინეს.

ამ დილით რუსთაველის გამზირისა და ლესია უკრაინკას ქუჩის კუთხეში თვითმხილველები უცნაური ფაქტის მომსწრეები გახდნენ - ათასობით გიგანტური ზომის კალია ყოფილი ფოსტის სამინისტროს შენობასა და ტროტუარზე იყვნენ მოფენილნი, რის გამოც ფეხით მოსიარულეებს გადაადგილება უჭირდათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებმა განუცხადეს, მსგავსი რამ სხვა დროს არ შეუნისნავთ.

დასუფთვების სამსახურის წარმომადგენლებსა და მეეზოვეებს შემთხვევის ადგილზე კალიების დიდი ნაწილი უკვე მკვდარი დახვდათ.