ნიკიტა მიხალკოვი აფხაზეთში თავის აგარაკზე ზრუნავს

ნიკიტა მიხალკოვი აფხაზეთში თავის აგარაკზე ზრუნავს

რუსული წყაროების ცნობით, რეჟისორ ნიკიტა მიხალკოვს აფხაზეთში თავისი აგარაკის აღდგენა სურს და ამ მიზნით ის სოხუმის მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელ სერგეი ბაღაფშს შეხვდა.

მიხალკოვს რუსეთის გოსკინოსთვის ბიჭვინთაში მდებარე შემოქმედებითი სახლის გადაცემაც სურს. ეს სახლი ომის დროს დაინგრა.

აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზეთში აგარაკის აშენება ცნობილ რუს პოეტ ევგენი ევტუშენკოსაც სურს. ის აფხაზეთში ცოტა ხნის წინ ჩავიდა და დიმიტრი გულიას სახელობის მუზეუმი დაათვალიერა.

როგორც ამბობენ, ევტუშენკო თავისი მძიმე ავადმყოფი მეგობრის, ცნობილი პოეტის ნელი თარბას სანახავად არ მისულა და მხოლოდ წერილი მისწერა.