წუხელ თბილისში

წუხელ თბილისში

დაუვიწყარი იქნება ყველასათვის წუხანდელი - 1945 წლის 8 მაისის ღამე - 9 მაისის ალიონი.

აღსრულდა! შავბნელი ძალა განადგურებულია!

ეს დღე იყო, ჩვენ რომ ველოდით, გვასულდგმულებდა, გვაკაჟებდა, ენერგიას გვინერგავდა!

ნაშუაღამევს მოიტანა რადიომ ეს დიადი ამბავი და ფეხზე დადგა მთელი თბილისი.

მშრომელებმა გაიღვიძეს. დიადმა ამბავმა აღაფრთოვანა ყველანი - მოხუცი და ახალგაზრდა. ქუჩები, ეზოები აივსო გახარებულულოცავენ ერთმანეთს, ეხვევიან.

- სიცოცხლე და დღეგრძელობა დიდ სტალინს!

ბერიას სახელობის მოედანი აივსო ხალხით. რადიო-რეპროდუქტორიდან მოისმის დიქტორის ნაცნობი ხმა. ხალხი თანდათან მატულობს. დამთავრდა სამგზისი რადიოგადაცემა და...

საიდან მოიტანეს ეს დოლი, საიდან მოვიდნენ ასე ანაზდეულად დამკვრელები?

დაიწყო ცეკვა!

ერთმანეთს სცვლიდნენ შემსრულებელთა შესანიშნავი წყვილები.

ავლაბარში შაუმიანის მოედანზე დუდუკის გვერდით ბაიანიც უკრავდა. მასობრივი ცეკვა-თამაში და მხიარულება იყო, მაგრამ აი, ხელახლა დაიწყო რადიოგადაცემა. მიწყნარდა ხმაური ხალხით სავსე მოედანზე. შემდეგ კვლავ დაიწყო სახალხო ზეიმი.

ასე იყო მთელ ქალაქში, მის ყოველ კუთხეში და ყველა ქუჩაზე.

რიჟრაჟი თავს წამოადგა დედაქალაქს.

აღმართეთ გამარჯვების დროშები!

ამ დღეს ველოდით, საყვარელო სამშობლოვ, შენი შვილები!

დიდო სტალინ, ამ დღეს ველოდით შენი აღზრდილები, შენი პირმშონი!

და მთელი საბჭოთა ხალხი უღრმესი სიყვარულით ამბობს:

- სიცოცხლე და გამარჯვება მშობლიურ სტალინს!