[ლანა ბერიძე, ”რეზონანსი”]
ტელე-რადიო კოპანია “თრიალეთს” საქართველოს ტელეცენტრმა გორის ტელეანძაზე გადამცემები გამოურთო და ამ დროისთვის არხის სატელევიზიო და რადიო მაუწყებლობა რეგიონის მასშტაბით შეწყვეტილია. “თრიალეთის” მაუწყებლობის გათიშვას საქართველოს ტელეცენტრში კომპანიის სამი თვის დავალიანებას უკავშირებენ. ტელეკომპანიაში კი განმარტავენ, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის გაგრძელებაა. ამჟამად “თრიალეთი” მხოლოდ ინტერნეტში ვებგვერდ myvideo.ge-ზე მაუწყებლობს.
ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა რეაგირებისთვის საერთაშორის ოორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს.
რაც შეეხება “თრიალეთის” დავალიანებას, მისი ხელმძღვანელობის განმარტებით, არხს გარკვეული ფინანსური პრობლემები მართლაც აქვს, კერძოდ 7 ათასი ლარის ოდენობით. თუმცა, დავალიანების არსებობის მიუხედავად ტელეცენტრის ხელმძღვანელობას პოლიტიკური დავალების შესრულებაში ადანაშაულებენ.
“თრიალეთი” სამი თვის დავალიანების გამო გამორთეს, მაშინ როდესაც ნაციონალურ მაუწყებლებს რამდენიმე წლის დავალიანების გამოც კი ასე ერთი ხელაღებით არ უთიშავენ გადამცემს”,- აცხადებს არხის დამფუძნებელი ბადრი ნანეტაშვილი.
ტელეცენტრის დირექტორის მოადგილე ბორის ადამია “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ “თრიალეთის’ მაუწებლობა დავალიანების გამო გათიშეს და აქ სხვა მიზეზი არ არსებობს.
“საეჭვოდ დაემთხვა “თრიალეთის” გათიშვა გუშინ თოქ-შოუ “ცხელ ხაზში” ნინო ბურჯანაძის მონაწილეობას და გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს ტელეცენტრის ხელმძღვანელობის მიერ გატარებული აღნიშნული სადამსჯელო ღონისძიებები “თრიალეთის” ეთერში გასული თოქ-შოუების და სიუჟეტების შედეგია.
“სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც ხელისუფლებამ “თრიალეთს” საკუთარი ანძის დადგმის საშუალება არ მისცა. თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ასე მარტივად ჩაახშობს თავისუფალ სიტყვას, ცდება. ჩვენი აზრით, ამაზე თავად მოსახლეობაც არ დახუჭავს თვალს. ჯერ ერთი დღეც არ არის რაც “თრიალეთი” გამორთულია და ოფისში მოსახლეობის მხრიდან უმარავი ზარი შემოდის, ისინი თვისუფალ მედიას მხარდაჭერას და თანადგომას ჰპირდებიან”, - განუცხადა “რეზონანსს” ბადრი ნანეტაშვილმა.
მისივე თქმით, ეს იმ ზეწოლის გაგრძელებაა, რაც “თრიალეთის” მიმართ პერიოდულად ხორციელდება ხოლმე. ბადრი ნანეტაშვილის ამის დასტურად მისი ძმის ჯონი ნანეტაშვილის ცემას და მისი ჟურნალისტების დაშინების მცდელობებს იხსენებს.
“არხის გათიშვამდე, გახსოვთ ალბათ, პერიოდულად ხდებოდა ჩვენი ჟურნალისტების, ოპერატორების ცემის ფაქტები, თუნდაც ჩემი ძმის, არხის მეორე დამფუძნებლის ჯონი ნანეტაშვილის ცემის ფაქტი. უმარავი რამის გახსენება შეიძლება იმის დასტურად, თუ რა ზეწოლა ხდება ჩვენზე. ყოველდღე რაღაცას ველოდებით ამ ხელისუფლებისგან.
“ეს გამორთვაც ამას უკავშირდება, ამაში დარწმუნებული ვართ. ჩვენ 15 წელია ტელეცენტრთან ვთანამშრომლობთ და ანძაზე ვართ. უამრავი შემთხვევა ყოფილა, რომ 7 თვის ან ერთი წლის დავალიანება გვქონია და არავის არ გამოვურთვივართ გასულ წლებში. ახლა 3 თვის დავალიანებაზე გამოგვრთეს?! მაშინ როცა ყველამ იცის როგორ გვიჭირ და რატომ ვერ ვიხდით ამ თანხას თავის დროზე.
”ეს იყო ხელისუფლების დაკვეთა. სხვა არხებს 2 წლის დავალიანებებისთვის არ თიშავენ და ჩვენ 3 თვეზე გაგვთიშეს?!” - განუცხადა ”რეზონანასს” ბადრი ნანეტაშვილმა.
რაც შეეხება არხის ჩართვას, ნანეტაშვილი ამბობს, რომ დავალაინების დასაფარად მას რამდენიმე კვირა სჭირდება და იმედი აქვს, რომ ტელეცენტრთან მოლაპარაკებას მოახერხებს.
”ჩვენ გაფრთხილებაც არ მოგვცეს, ისე გაგვთიშეს. 2-3 კვირა გვჭირდება და გადავიხდით ამ თანხას. სანამ ფულს მოვაგროვებთ, მანამდე ჩაგვრთონ და აუცილებლად დავფარავთ ამ თანხას”, -დასძენს ნანეტაშვილი.
ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, ლადო ბიჭაშვილი აცხადებს, რომ ტელევიზიას მართლაც აქვს 7 ათასი ლარიანი დავალიანება ”ტელეცენტრის” წინაშე, თუმცა ეს ტელეკომპანიაში მაუწყებლობის შეწყვეტის რეალურ მიზეზად არ მიაჩნიათ.
მისივე თქმით, ტელეკომპანია ”თრიალეთი” რეკლამებიდან მიღებული შემოსავლებით არსებობს, თუმცა, ბოლო დროს ბიზნესმენებსმათთან რეკლამებიც აღარ მიაქვთ. საინფორმაციოს პროდიუსერიამასაც ხელისუფლების ზეწოლას უკავშირებს.
”ყოველდღე ზარალზე მივდივართ ამ გათიშვის გამო. ესყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ტელევიზია არასტაბილური გახდეს და რეკლამა აღარავინ აღარ მოიტანოს. მანამდე საგადასახადო მუშოაბდა იმაზე, რომ ბიზნესმენები დაეშინებინა, რათა რეკლამები არ მოეტანათ ჩვენთან. ახლა ამ მეთოდით ცდილობენ ის მცირე რეკლამაც წაგვართვან, რაც გვაქვს”, - აცხადებს ტელეკომპანიის დამფუძნებელი ბადრი ნანეტაშვილი.
ტელეცნეტრის წარმომადგენელი გორში ვახო შავდათუაშვილი ”რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ ”თრიალეთისთვის” მაუწყებლობის გათიშვის დავალება თბილისიდან მიიღეს.
”დაგვირეკეს თბილისიდან და გვითხრეს, რომ გაგვეთიშა მაუწყებლობა. მიზეზი არ ვიცი, მგონი რაღაც დავალიანება აქვთ და იმიტომ”, - აცხადებს ვახო შავდათუაშვილი.
ტელეცენტრის დირექტორის მოადგილე ბორის ადამია ”რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ ”თრიალეთს” მაუწყებლობა დავალიანების გამო გაუთიშეს, რადგან ამ დავალიანების გამო თავად ტელეცენტრი საკუთარ თანამშრომლებს ხელფასს ვერ უხდიდა.
”ტელეკომპანია ”თრიალეთი” არ იხდის გადასახადებს და შეუწყდათ მაუწყებლობა. კარგია, რომ მაუწყებლობა არსებობს, მაგრამ 3 თვე ხალხს არ უნდა ხელფასი?! თუ არ შეგიძლია მაუწყებლობა და ეს ბიზნესი, მაშინ ტელევიზიის კეთებას თავი უნდა დაანებონ და აბანო ააშენონ, ხალხი დაიბანს მაინც.
”არ იხდის ეს ხალხი გადასახადს, თორემ საკმარისზე მეტი დრო ჰქონდათ ამისთვის. მთელი ცხოვრება მაგათ ვეხვეწებით გადასახადის გადახდას და რაღა დრო მივცეთ, არ იხდიან დაგავთიშეთ”, - განუცხადა ”რეზონანსს” ტელეცენტრის დირექტორის მოადგილე ბორია ადამიამ.