შსს-ს ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის კრიზისებზე რეაგირებისა და ოპერატიული კოორდინირების დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორი ეწვია

შსს-ს ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის კრიზისებზე რეაგირებისა და ოპერატიული კოორდინირების დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორი ეწვია

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა თბილისის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ბაზაზე ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის კრიზისებზე რეაგირებისა და ოპერატიული კოორდინირების დეპარტამენტის აღმასრულებელ დირექტორ აგოსტინო მიაცოს უმასპინძლა.

მხარეებმა საგანგებო და კრიზისული სიტუაციების მართვის დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის როლსა და ამ მიმართულებით განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს. ასევე განიხნილეს ის შედეგები, რომლებიც გამოწვეულია ტექნოლოგიური ინციდენტების, ტექნოგენური და ბუნებრივი კატასტროფების შედეგად.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმრებს ბაზის ტერიტორიაზე არსებული სპეციალური დანიშნულების შენობები დაათვალიერებინეს, მათ შორის, ქიმია-ბიოლოგიურ-რადიაციულ ინციდენტებზე რეაგირებისთვის საჭირო და ასევე, სამაშველო აღჭურვილობების საწყობი.

სამაშველო მომზადებისა და რეაგირების ბაზაზე აგოსტინო მიაცო საჩვენებელ ვარჯიშს დაესწრო, რომელიც მაღალი შენობებიდან დაშავებულთა ევაკუაციას ითვალისწინებდა.