შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით 1976 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისა და ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი შალვა წ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა შალვა წ. თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, გორის რაიონის სოფელ ორთაშენთან დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 8 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,0407 გრ ჰეროინს შეიცავს. ასევე, ამოღებულია 1,08 გრ ნარკოტიკი, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,162 გრ კანაფის ფისს შეიცავს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).