ტარიელ ონიანი უარყოფს რაიმე კავშირს კრიმინალურ ავტორიტეტ დედ ჰასანზე თავდასხმასთან.
ამის შესახებ დღეს, 20 სექტემბერს, განაცხადა ტარიელ ონიანის ადვოკატმა ნიკოლოზ მდინარაძემ.
ტარიელ ონიანი ამჟამად იმყოფება მოსკოვის ციხეში. მას 10 წელი აქვს მისჯილი ადამიანის გატაცებისთვის.
დედ ჰასანს, იგივე ასლან უსოიანს, 16 სექტემბერს ესროლეს მოსკოვში. უსოიანი გადარჩა და მას ოპერაცია გაუკეთდა.
რუსულმა მას მედიამ ეს თავდასხმა მაშინვე დაუკავშირა ტარიელ ონიანს, ვინაიდან მას და დედ ჰასანს შორის უთანხმოება არსებობდა.
ამ უთანხმოებაში გასარკვევად შარშან მოსკოვში ცნობილი ავტორიტეტი ვიაჩესლავ ივანკოვი, იგივე იაპონჩიკი, ჩავიდა. მაშინ მან დედ ჰასანის მხარე დაიჭირა. ცოტა ხნის შემდეგ კი იგი მოკლეს. მაშინ იაპონჩიკის მოკვლაც ონიანს დაბრალდა.
თუმცა, არსებობს უსოიანზე თავდასხმის სხვა ვერსიებიც. ერთი მათგანის მიხედვით, 2009 წელს იაპონჩიკი არა ონიანმა, არამედ დედ ჰასანმა მოკლა, ახლა კი იაპონჩიკის მომხრეებმა შური იძიეს.