როგორც ახალგორიდან იტყობინებიან, რუსი ოკუპანტები საშინელ პირობებში ცხოვრობენ. არ აქვთ საჭმელი, გათბობა.
მძიმე პირობების შედეგად ორი ოკუპანტი უკვე გაიყინა და ისინი ვერტმფრენით რუსეთში გადაასვენეს.
ადგილობრივთა განცხადებით, საშინელი პირობების მიუხედავად, რუსი ოკუპანტები მოსახლეობას არაფერს უშავებენ, ხალხს ისინი ეცოდება და შეძლებისდაგვარად ეხმარება.
- როგორც შეგვიძლია, ვეხმარებით. რუსი ჯარისკაცები მადლიერებას გამოხატავენ ქართველი ხალხის მიმართ და ამბობენ, ღმერთმა ინებოს, აქედან ისე წავიდეთ, რომ იარაღის გამოყენება არ დაგვჭირდესო, - აცხადებენ ახალგორის მკვიდრნი.