აფხაზეთის კალათბურთელთა ნაკრებმა სერგეი ბაღაფში გაახარა

აფხაზეთის კალათბურთელთა ნაკრებმა სერგეი ბაღაფში გაახარა

ცოტა ხნის წინ აფხაზურ წყაროებში ასეთი ინფორმაცია ამოვიკითხეთ:

აფხაზეთის კალათბურთის ნაკრებმა როსტოვში იქაურ „სოკოლთან" ამხანაგურად ითამაშა და 76:31 გაიმარჯვა.

მატჩის ბომბარდირი თენგიზ ავიძბა გამხდარა 34 ქულით.

აფხაზთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ეს მატჩი ეგებ დიდ გამარჯვებადაც ჩათვალოს, მით უმეტეს, რომ თავად ძველი კალათბურთელია.

ეგებ ბევრმა არც იცოდეს, რომ ბაღაფში თავის დროზე საქართველოს ნაკრებში თამაშობდა.