აშშ-ში ეკლესიაზე თავდასხმის მსხვერპლი მოჰყვა

აშშ-ში ეკლესიაზე თავდასხმის მსხვერპლი მოჰყვა

აშშ-ში, მიჩიგანის შტატში მორმონთა ეკლესიაზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა.

შეიარაღებული კაცი ეკლესიაში მანქანით შევარდა, როდესაც იქ საკვირაო მესა მიმდინარეობდა და სროლა დაიწყო, შემდეგ კი შენობას ცეცხლი წაუკიდა. ეკლესიაში ამ დროს ასობით ადამიანი იმყოფებოდა.

ეჭვმიტანილი პოლიციამ მოკლა. ცნობილია მისი ვინაობაც - 40 წლის ტომას ჯეიკობ სანფორდი. სამართალდამცველები იძიებენ ინციდენტს, როგორც მიზანმიმართული ძალადობის აქტს“, თუმცა თავდამსხმელის ზუსტი მოტივები ამ ეტაპზე უცნობია.