მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ ლიდერობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საარჩევნო პროტოკოლების 99,47%-ის დათვლის შემდეგ, მმართველ პარტიას ხმების 49,9% აქვს.
მეორე ადგილზე „პატრიოტული ბლოკია“ ხმათა 24,38%- ით. მესამე პოზიციაზეა ალექსანდრ სტოიანოგლოს პარტია „ალტერნატივა,“ რომელსაც 7,99% აქვს. მას მოჰყვება „ჩვენი პარტია“ ხმათა 6,22%-ით. მოლდოვის დემოკრატიული პარტია კი 5,63%-ით მეხუთე ადგილს იკავებს.
სხვა სუბიექტებმა საარჩევნო ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს. არჩევნებში ელექტორატის 52%-იანი აქტივობა დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯამში ხმა 1,6 მილიონამდე ამომრჩეველმა მისცა.