„პატრიოტული ბლოკის“ ლიდერები იგორ დოდონი და ვასილი ტარლევი, რამდენიმე მხარდამჭერთან ერთად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ შეიკრიბნენ და კომისიისგან ხმების სამართლიანად დათვლა მოითხოვეს. აქცია 10 წუთზე მეტხანს არ გაგრძელებულა.
მანამდე დოდონმა ოპოზიციური ძალებს პარლამენტის წინ შეკრებისკენ მოუწოდა. მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა ვარაუდი გამოთქვა, რომ ხელისუფლება რუმინეთის სცენარის გამეორებას და არჩევნების შედეგების გაუქმებას შეეცდება. მან ეროვნულ პოლიციასაც მიმართა და სამართალდამცველებს კონსტიტუციის ჩარჩოებში მოქმედებისკენ მოუწოდა.
„ჩვენ არ ვაღიარებთ ფალსიფიცირებულ არჩევნებს. ჩვენი პროტესტი მშვიდობიანია. მოლდოვა! გამარჯვება“, - განაცხადა დოდონმა.
პროტოკოლების 99%-ის დამუშავების შემდეგ, მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს პარტია ლიდერობს.