პრემიერი: პირველად ისტორიაში, 90-იანი წლების შემდეგ, დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი, რომელმაც შარშან 9.4% შეადგინა, გამოწვევები რჩება

პრემიერი: პირველად ისტორიაში, 90-იანი წლების შემდეგ, დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი, რომელმაც შარშან 9.4% შეადგინა, გამოწვევები რჩება

პირველად ისტორიაში, 90-იანი წლების შემდეგ, დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი, რომელმაც შარშან 9.4% შეადგინა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ მიმართულებითაც გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით და ტენდენციებით შესაძლებელია საუბარი საშუალოვადიან პერსპექტივაში სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრაზე ქვეყანაში.

ამ შედეგებს აქვს კონკრეტული საფუძველი. ჩვენ გვაქვს ძალიან მწყობრი ეკონომიკური პოლიტიკა, გვაქვს სათანადო ლიბერალური საგადასახადო სისტემა, ბიზნესი არის თავისუფალი, რაც არის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა 2012 წლიდან მოყოლებული და სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს, რომ ბიზნესს აღმოუჩინოს ყველანაირი მხარდაჭერა.

ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი მენეჯმენტი და ვფიქრობ, რომ მენეჯმენტიც არის უზრუნველყოფილი მაღალ დონეზე შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.