ტრამპმა ვაშინგტონში სიკვდილით დასჯა შემოიღო

ტრამპმა ვაშინგტონში სიკვდილით დასჯა შემოიღო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საპრეზიდენტო მემორანდუმს, რომლითაც ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში ჩადენილ მკვლელობებზე სიკვდილით დასჯა შემოიღო. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, ასეთი გადაწყვეტილება ქვეყნის დედაქალაქის სტატუსს უკავშირდება. უკანასკნელ წლებში კოლუმბიის ოლქში არსებულმა რბილმა პოლიტიკამ დანაშაულის ზრდა გამოიწვია, რამაც ადგილობრივ მცხოვრებლებს, სტუმრებსა და ფედერალური ორგანოების მოღვაწეობას საფრთხე შეუქმნა.

დოკუმენტში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ვაშინგტონი აშშ-ის ყველაზე საშიშ ქალაქად ითვლება. 2024 წელს აქ ჩადენილი მკვლელობების რაოდენობა 100 ათას ადამიანზე 27,3 შეადგენდა. ეს არის მკვლელობების სიმრავლით აშშ-ში რიგით მეოთხე ქალაქი. ვაშინგტონში ჩადენილი მკვლელობების რაოდენობა ექვსჯერ აღემატება ნიუ-იორკის მონაცემებს.

აგვისტოში ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის ნაწილები შეიყვანა, რათა მათ კრიმინოგენური ვითარება ემართათ.

სიკვდილით დასჯა კოლუმბიის ოლქში ადრეც მოქმედება, თუმცა 1981 წელს ქალაქის საბჭომ სასჯელის ეს სახე გააუქმა.