მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 6 თვის განმავლობაში 1300 განცხადება დააკმაყოფილა

მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 6 თვის განმავლობაში 1300 განცხადება დააკმაყოფილა

თბილისის საკრებულოში "მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების’’ კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც  დეპუტატებმა, ასევე მერიისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა 71 საკითხი განიხილეს.

როგორც კომისიის თავმჯდომარემ, ბესარიონ ბენდელიანმა აღნიშნა, შემოსული განცხადებებიდან 32 ხელახალ განხილვას ითვალისწინებს, 39 კი სხდომის ძირითად საკითხებს წარმოადგენს.მისივე თქმით, "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების’’ შესახებ კანონში უახლოეს მომავალში შევა ცვლილება, რაც ათასობით მოქალაქეს საშუალებას მისცემს გამარტივებული წესით დაიკანონონ შენობა-ნაგებობები ან მიწის ნაკვეთები.

მიწის ლეგალიზაციის კომისია მერიიდან დედაქალაქის საკრებულოში 2013 წლის სექტემბერში გადავიდა და  ამ დრომდე 1300 განცხადება დააკმაყოფილა.

"მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების’’ კომისიის სხდომა საკრებულოში ყოველ ხუთშაბათს იმართება.