სვანეთში ლიტველი ტურისტები გაძარცვეს

სვანეთში ლიტველი ტურისტები გაძარცვეს

კრიმინალური ფაქტი მესტიიდან 7 კილომეტრის დაშორებით მოხდა - ბოროტმოქმედებმა 15 ლიტველი ტურისტი გაძარცვეს.

დაზარალებულ ტურისტთა განცხადებით, წაღებულია მათი პირადი ნივთები, მობილური ტელეფონები და სხვ. ტურისტების მიმართ ფიზიკური ზეწოლა არ განხორციელებულა.

ლიტველების ჯგუფი ტურისტული მარშრუტის ნაცვლად საცალფეხო ბილიკით მოძრაობდა. სვანეთში დადგენილი ტურისტული მარშრუტები არსებობს, სადაც მსგავსი საფრთხისგან სტუმრები დაზღვეული არიან.

„სამწუხაროდ, აღნიშნულმა ჯგუფმა ტურისტულ მარშრუტს თავი აარიდა და უცნობი გზით გააგრძელა სვანეთის დათვალიერება, რაც სამწუხარო შედეგით დასრულდა“, - აცხადებენ მესტიის გამგეობაში.