ირაკლი კირცხალია: ნებისმიერი კანონი, რომელიც მოქმედებს ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში, ემსახურება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას

ირაკლი კირცხალია: ნებისმიერი კანონი, რომელიც მოქმედებს ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში, ემსახურება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას

საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ დაკავშირებით ევროპის საბჭოს ექსპერტთა საბჭოს მოსაზრებას აფასებს. მისი თქმით, საქართველოში მოქმედი ნებისმიერი კანონი ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას ემსახურება.

დიდი ხანია გავცდით ამ ორმაგი სტანდარტის ცნებას და რეალურად, ბოლო წლებია საქმე გვაქვს საერთოდ უსტანდარტობასთან. არაერთხელ განგვიმარტავს ჩვენი მეგობრებისთვის, ჩვენი ე.წ. მეგობრებისთვის, რომ რეალურად ნებისმიერი კანონი, რომელიც მოქმედებს ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში, ემსახურება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, სწორ განვითარებასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას. ეს ძალიან კარგად უნდა შეიგნონ ჩვენმა ე.წ. მეგობრებმა

ინტერპრეტაცია, ილუზიები, ცრუ აღქმების თეორია - ეს არის მათი სცენარი, მათი სამოქმედო გეგმის ნაწილი და ქართულმა საზოგადოებამ [ეს] ძალიან კარგად იცის. ასე რომ, ვერ აუხსნიან ქართულ საზოგადოებას, რომ ნებისმიერი კანონი ან ქმედება, რომელიც მათ ქვეყანაში ემსახურება სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის გამყარებას, ეკონომიკურ წინსვლას, საქართველოში შესაძლოა ემსახურებოდეს დემოკრატიის უკუსვლას“, - განაცხადა კირცხალიამ.

ევროპის საბჭოს ექსპერტთა საბჭო უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის” შესახებ მოსაზრებას აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, აქტში გათვალისწინებულ ზომებს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება შეკრების თავისუფლებასა და რამდენიმე სხვა გარანტირებულ უფლებაზე“, შესაბამისად, ექსპერტთა საბჭოს მოსაზრებით, მიზანშეწონილი იქნებოდა აქტის გაწვევა და მისი დებულებების აღსრულებისკენ რაიმე ნაბიჯებისგან თავშეკავება.