დონალდ ტრამპი: ჯორჯ სოროსს და მის შვილს აშშ-ის ტერიტორიაზე ძალადობრივი პროტესტების მხარდაჭერის გამო ბრალდება უნდა წარუდგინონ

დონალდ ტრამპი: ჯორჯ სოროსს და მის შვილს აშშ-ის ტერიტორიაზე ძალადობრივი პროტესტების მხარდაჭერის გამო ბრალდება უნდა წარუდგინონ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჯორჯ სოროსს და მის ვაჟიშვილს აშშ-ის ტერიტორიაზე ძალადობრივი პროტესტების მხარდაჭერის გამო ბრალდება უნდა წარუდგინონ.

ჯორჯ სოროსს და მის შესანიშნავ მემარცხენე რადიკალ ვაჟიშვილს კორუმპირებულებისა და რეკეტიორების გავლენის ქვეშ მყოფი ორგანიზაციების კანონის“ შესაბამისად ბრალდება უნდა წარუდგინონ აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე ძალადობრივი პროტესტების მხარდაჭერისა და ბევრი სხვა რაღაცის გამო. ჩვენ აღარ მივცემთ უფლებას ამ სულელებს გახლიჩონ ამერიკა და მას სუნთქვისა“ და თავისუფლების საშუალება არ მისცენ. სოროსმა და მისი ფსიქოპატების ჯგუფმა ჩვენს ქვეყანას დიდი ზიანი მიაყენა! მათ შორის მისმა შეშლილმა მეგობრებმა დასავლეთ სანაპიროდან. ფრთხილად იყავით, თვალს გადევნებთ!“, - დაწერა ტრამპმა.

კანუდოსელი იქნებ გაბედოს ოცნებამ და დახუროს სოროსის ფონდი.
3 საათის უკან
Aburjga Tasmanieli ჯიგარ! ოცნებას კაცი არ მოუკლავს და რა ვიცი, აღარ მოვიდა დრო საქართელოდან გუდა-ნაბადი აუკრან სოროსის ფონდს და ერთი ჭიტლაყიც მიაზილონ?!
1 საათის უკან