დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინთან ბირთვული განიარაღების საკითხი განიხილა

დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინთან ბირთვული განიარაღების საკითხი განიხილა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დენუკლეარიზაციაზე ისაუბრა და რუსეთის პრეზიდენტი მზადაა ამის გასაკეთებლად“, - ინფორმციას CNN- ავრცელებს.

ტრამპის თქმით, სჯერა, რომ ჩინეთიც იგივეს გააკეთებს.

ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ჩვენ ვცდილობთ რუსეთთან და ჩინეთთან, არის დენუკლეარიზაცია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია - ერთ-ერთი რამ, რაც მე იქ პრეზიდენტ პუტინთან განვიხილეთ, არა მხოლოდ ეს იყო, არამედ სხვა საკითხებიც - და ვფიქრობ, რომ დენუკლეარიზაცია ძალიან დიდი თამაშია, მაგრამ რუსეთი მზადაა ამის გასაკეთებლად და მე ვფიქრობ, რომ ჩინეთიც მზად იქნება. არ შეგვიძლია დავუშვათ ბირთვული იარაღის გავრცელება. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ბირთვული იარაღი“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ადრეეშფოთება გამოხატა რუსეთის ბირთვულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი აშშ-სა და რუსეთს ომისკენ უბიძგებს. მედვედევის მიერ რუსეთის ბირთვული შესაძლებლობების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ ტრამპმა მის კომენტარებს უდიდესი საფრთხე“ უწოდა.