ყველასთვის კარგად ცნობილი მწერალი, საზოგადო მოღვაწე გურამ პეტრიაშვილი, უკვე 16 წელია, რაც, გასაგები მიზეზების გამო, საქართველოდან კიევში გადავიდა საცხოვრებლად. იგი შეშფოთებულია ჩვენი ქვეყნის მტრების მომრავლებით და სხვა რაღა დარჩენია, თუ არა ის, რომ მათ კვლავ მოლანდებით დაემუქროს.
ბატონო გურამ, უკვე 16 წელია, რაც დატოვეთ საქართველო და უკრაინაში გადახვედით საცხოვრებლად. ხანგრძლივი გაუჩინარების მიუხედავად, ხალხს მაინც ახსოვხართ და აინტერესებს თქვენი ამბავი. რას საქმიანობთ, როგორ ხართ?
- როგორც მთელი საქართველო - ვცხოვრობ და ვუძლებ ამ ცხოვრებას, მეტი რა გზა მაქვს? ასევე, ვწერ ლექსებს, წერილებს, ხანდახან ზღაპრებსაც კი ვთხზავ სილამაზეზე, სიკეთეზე, რადგან ის ძირითადად ბავშვებისთვის და იმ უფროსი თაობისთვის იქმნება, ვინც მოახერხა, შეენარჩუნებინა ბავშვობა. ყველაფერი, რაც დამიწერია ამოდის ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ერთი ნათქვამიდან - რომ ადამიანი ადამიანს შეიძლება, სჯობდეს მხოლოდ სიკეთით და სხვა არაფრით.
ბატონო გურამ, შემთხვევით, მემუარების წერაც ხომ არ დაგიწყიათ?
- სხვათა შორის, მაგაზეც ვფიქრობ, უნდა დავიწყო წერა, რადგან, მემუარებს ისეთი ადამიანები წერენ, რომლებსაც ცხოვრება აწყობილი ჰქონდათ, ჩემგან განსხვავებით, რადგან, სულ კამათში ვიყავი, სხვებისგან განსხვავებით, ქვეყნის ბედზე გული შემტკიოდა. ადამიანი, თავისთავად, პატრიოტი უნდა იყო და ღირსეული სახელისთვის უნდა იცხოვრო, ლევ ტოლსტოის მინდა დავესესხო: ერთადერთი, რაც პირადად ჩვენ გვეკუთვნის, ესაა ჩვენი ღირსებაო. როცა იქნება, გარდაიცვლება ადამიანი და რჩება მისი სახელი.
ამით იმის თქმა ხომ არ გინდათ, რომ საქართველოდან წასვლა თქვენთვის გამოსავალი იყო და ამ ნაბიჯით ღირსება შეინარჩუნეთ?
- 2000 წელს გვახარეს, რომ ეგრეთ წოდებულ ზვიადისტებს აღარ დავდევთო. ცოდვები თავად ჰქონდა წინა და ახლანდელ მთავრობებსაც და, ვითომდა ჩვენ გვაპატიეს თავიანთი ჩადენილი ცოდვები. მე არაფერი მემუქრება, მაგრამ, საქართველოში განუკითხაობაა და ქუჩაში კლავენ ადამიანებს, როგორც ჩემს მეგობარს გურამ შარაძეს დაჰმართეს. თუ ვინმეს ჩემზე ისევ აქვს ბოღმა დარჩენილი, არაფერი შეუშლის ხელს, რომ მეც გამაგოროს ქუჩაში. ჯერ კიდევ მაქვს დასამთავრებელი საქმეები, მატერიალურ სახსრებზეც საფიქრალი მაქვს და მარტო პოლიტიკურ მოტივებზე არაა საუბარი.
მაინც, როგორ შეეგუეთ უცხო ქვეყანაში ცხოვრებას და 16 წლის ემიგრანტობის განმავლობაში რა ცვლილებები მოხდა თქვენში?
- მე ვიყავი და ვრჩები მშვიდობიან კაცად. ის მომენტი, რომ, ვიღაცას ვუპირისპირდებოდი, სულაც არ მიანიშნებს ჩემს კონფლიქტურობაზე. პირიქით, მე ძალიან ბევრს, რომლებმაც სისხლში გაისვარეს ხელები, მივუტევე ცოდვები. ჩემში არაფერი ცვლილება არ მომხდარა, როგორც მიყვარდა ადამიანები, ისევე მიყვარს დღესაც. ყველა პოლიტიკოსი განსხვავდება ერთმანეთისგან: ზოგი მათგანი ზრუნავს საკუთარ თავზე, სახელზე, კარიერაზე, მატერიალურ კეთილდღეობაზე; მეორენი კი ზრუნავენ ქვეყნის ბედზე და მხოლოდ საკუთარი თავი არ ადარდებთ. ჩვენ, ქართველები, ვზრდიდით შვილებს, რომ გამოსულიყვნენ ღირსეული მამულიშვილები, ახლა კი, მათთვის, ვინც ხელისუფლებაშია, მთავარია, წარმატება მოიპოვოს, და, როგორი გზით - ეს მაგათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან მათ საქართველო უნდათ სახრავად, საჭმელად. უკრაინაში, არაოფიციალური ცნობებით, 100 000 ქართველი ცხოვრობს, რუსეთში და სხვა ქვეყნებში - უფრო მეტი. ამ ადამიანებზე არავინ ფიქრობს, როდემდე უნდა იყვნენ გახიზნულები უცხოეთში და როდემდე უნდა ემსახურონ სხვა ქვეყანას? რაც უფრო ცოტა იქნება საქართველოში ხალხი, მით უკეთესია მათთვის. როგორც უკრაინაში მცხოვრები ქართველი, ხმამაღლა ვაცხადებ, რომ უკრაინა-საქართველოს ურთიერთობები შეიცვლება რადიკალურად, რადგან ახალი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი, რუსეთისკენ იხედება, სააკაშვილის ხელისუფლება კი ვაშინგტონის ყურმოჭრილი მონა იყო და დარჩება. ხალხს მასობრივად ატყუებენ, თითქოსდა, მთავარი საფრთხე რუსეთში მდგომარეობს, სინამდვილეში კი, ამის მიზეზი არის გლობალიზაცია, სიონიზმი, მასონიზმი, ამ ყველაფრის სამშობლო კი ვაშინგტონია. მე ასე ვიტყოდი, არც ვაშინგტონის გლობალისტური იმპერია და არც რუსეთის იმპერია არ მჭირდება, ვისურვებდი, საქართველო იყოს თავისუფალი, როგორც ზვიადის დროს იყო. მე პირველი გახლდით ინტელიგენტებს შორის, ვინც დადგა ზვიადისა და მერაბის გვერდით, ვიბრძოდით რუსების წინააღმდეგ, ახლა კი გაცილებით დიდ საფრთხესთან გვაქვს საქმე. მასონებისა და „ცისფერების“ მომრავლება თქვენ შემთხვევითი ამბავი არ გეგონოთ.
რა საფრთხეზე მიანიშნებთ, ბატონო გურამ? იქნებ დააკონკრეტოთ...
- საქართველოს ისტორია თანდათანობით დააფასებს სტალინს, რომელიც ყველაფერს სწორად აკეთებდა და „ცისფერებს“ გასაქანს არ აძლევდა. კი ბატონო, შენ გინდა, ვიღაცასთან სექსი გქონდეს?! მაშინ, წადი და სახლში „იჩინჩლავე“, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება „ცისფერობის“ პროპაგანდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, „ოსკარი“ მიანიჭეს ფილმს, რომელშიც მთავარ როლებს ორი ცისფერი, ვითომ კოვბოები ასრულებენ. ბენჯამინ ფრანკლინი ამბობდა, მსოფლიოს ფული მართავსო, რაშიც ნამდვილად შევედავები: არა, ბატონო, მსოფლიოს ფული კი არა, მორალი, ქრისტიანობა მართავს. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეროვნული ფასეულობები და, მერე ყველა მიხვდება, რა არის „ცისფერობა“, მასონობა და ასე შემდეგ. მე მდიდრულად არასდროს მიცხოვრია, მაგრამ, არ მქონდა იმის შეგრძნება, რომ ვინმეზე ცუდად ვცხოვრობდი. ჩემი ყოფა კარგი მაშინ იქნება, ერთი ცნობილი სიმღერის არ იყოს, როცა რუსთაველის პროსპექტზე ხეტიალს ღმერთი არ მომიშლის. მე მაქვს კავშირი საქართველოში მყოფ მეგობრებთან, ახლობლებთან და, ვიცი, რა გაუსაძლისი პირობებია მანდ. ყველაფერი გადაგვარდა, ხალხს არა მარტო მატერიალურად უჭირს, მორალურადაც გადაგვარებული და დეგრადირებულია. ამას წინათ წავიკითხე ერთი გარყვნილი, უზნეო გოგოს ინტერვიუ, სადაც ურცხვად ლაპარაკობდა თავის სასიყვარულო ისტორიებზე და მამაკაცი პარტნიორების რიცხოვნობასაც არ მალავდა - ისინი შვიდამდე „დანომრა“ და ერთ მათგანს ეუბნებოდა, შენ ჩემი საშოს წარმოსახვა ხარო, საქართველოში, თამარ მეფის და ქეთევან დედოფლის შთამომავლები რომ პატიოსნებას ფეხქვეშ გათელავენ, ეს საქმეა?! გულისტკივილით ვამბობ საქართველო უკვე აღარაა ის საქართველო, ამას დიდი ვამბობ!
გასაგებია თქვენი გულის წუხილი, მაგრამ, დროთა განმავლობაში ყველაფერი იცვლება - ხდება ფასეულობების გადასხვაფერება, ტრადიციებისა თუ ღირებულებების შეცვლა და ეს ბუნებრივი პროცესია...
- გააჩნია, რაზეა საუბარი. ნუთუ, ბუნებრივად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ, ვიღაც ბნედიანმა დაწერა, ტარიელი და ასმათი რომ იყვნენ ცალკე გამოქვაბულში, თითქოს მათ სექსი ჰქონდათო?! საქართველოში კიდევ არსებობს ძმადნაფიცობა და დადნაფიცობა. მე პირადად, სამი დადნაფიცი მყავდა და, მათთვის რომ ვინმეს რამე გაებედა, ვერ მოვითმენდი, ვალდებული ვიყავი, დამეცვა ისინი. ტარიელისთვისაც, ასმათი და იყო, თუმცა, ამას ვერ დაიჯერებს ის, ვისაც ფროიდის სისულელეებით აქვს ტვინი ნაღრძობი. ასეთმა სამარცხვინო ქართველებმა, ჯობია, დატოვონ საქართველო, აქ მათნაირი ნამუსგარეცხილი ქართველების ადგილი ნამდვილად არ არის. მასეთები ამსტერდამში უნდა წავიდნენ, სადაც მათი საშოებისა და ასოების წარმოსახვებს დიდი გასაქანი ექნება.
მინდა, გავიხსენო ფილმი „ნეილონის ნაძვის ხე“, სადაც თქვენც მონაწილეობდით. ერთ ეპიზოდში განრისხებული ყვირით - თქვე ნაძირლებოო, დღეს მსგავს სიტყვებს ვისი მისამართით იტყოდით?
- ცხოვრებაში მე ასე გამეტებით არ ვეძახდი ნაძირლებს ზოგიერთებს, მაგრამ დაუფარავად ვამხელდი ყველანაირ სიყალბეს. მე პირში მთქმელი კაცი ვარ და ნაძირალას დავუძახებ ყველა იმას, ვინც საქართველოს მტერი იქნება!
ასევე, მინდა, გავიხსენო თქვენი სკანდალური გამოსვლა ტელევიზიით, როცა ოპონენტებს დაემუქრეთ - მე თქვენ გასაქანს არ მოგცემთ და მოგელანდებითო. დღეს რას ეტყვით თქვენს თანამემამულეებს, როდის დაბრუნდებით სამშობლოში და კვლავ თუ მოელანდებით ვინმეს?
- გურამ პეტრიაშვილი საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება, სავარაუდოდ, წელიწად-ნახევრის შემდეგ. კიევში დარჩენას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ. მოველანდები და გასაქანს არ მივცემ გაურკვეველი წარმომავლობის ხალხს, რომელთაც გვარი აქვთ ქართული, ვითომ ქართველია, სინამდვილეში კი ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებებს სჩადის. უნდა ნახოთ ტელევიზიის არქივში ჩემი გამოსვლა, სადაც პირდაპირ ვადებ ხელს, ვისაც ვემუქრები. ქართველ ხალხს კი, მინდა, ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს. ერთხელ ზუგდიდში გამოვედი სიტყვით და განვაცხადე: მე დედა მყავს ქართლელი, მამა - რაჭველი, მაგრამ, ცოტ-ცოტას თავს ვგრძნობ გურულად, აჭარლად, კახელად, მეგრელად, სვანად... როგორც აკაკი წერეთელი ამბობდა, „ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო“. ქართველ ერს ემუქრება ორი რამ: გარედან რომ არ გაათახსირონ და შიგნიდან ძმა ძმას არ გადაემტეროს. ყველა კუთხე ერთად რომ დადგება, მაშინ ვიქნებით კარგები და ლამაზები. ღმერთმა ერთიანობა და ქვეყნის გაბრწყინება დაგვაბედოს, ამინ!