თბილისის საკრებულოს "მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების’’ კომისია მოქალაქეების განცხადებების განხილვას აგრძელებს. დღვანდელი სხდომის დღის წესრიგში 87 საკითხია შესული, კომისიის თავმჯდომარის ბესარიონ ბენდელიანის განმარტებით, თითოეული საკითხი ინდივიდუალურ რეჟიმში განიხილება და მათი დამტკიცება კანონის ფარგლებში მოხდება.
მიწის ლეგალიზაციის კომისია მერიიდან დედაქალაქის საკრებულოში 2013 წლის სექტემბერში გადავიდა და ამ დრომდე ათასობით მოქალაქის განცხადება განიხილა.
როგორც ბესარიონ ბენდელიანი აღნიშნავს, მოქალაქეების დიდი ნაწილი იმ კატეგორიას წარმოადგენს, რომლებიც 3 წლის განმავლონაში ითხოვდნენ საკუთრების დაკანონებას, თუმცა მერიის შესაბამისი სამსახურიდან გაურკვეველი მიზეზების გამო მუდმივად უარს იღებდნენ.
"მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების’’ კომისიის სხდომა საკრებულოში ყოველ ხუთშაბათს იმართება.