აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ მისი მიზნები ვლადიმირ პუტინთან პარასკევს დაგეგმილი სამიტიდან არის ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა და უკეთ გაგება, შესაძლებელია თუ არა სრულფასოვანი სამშვიდობო შეთანხმება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ი ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, ზელენსკიმ ტრამპს სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ „პუტინის ნდობა არ შეიძლება“.
წყაროს ცნობით, ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ის ამ რეგიონიდან არ არის და ტერიტორიებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლია, თუმცა ფიქრობს, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიების გაცვლა იქნება საჭირო.