უსუსური პოზიციის გათვალისწინებით, დაცვის მხარემ/მსჯავრდებულმა არსებითი და მნიშვნელოვანი კითხვის დასმაც კი ვერ მოახერხა, დაზარალებულმა ბიძინა ივანიშვილმა სრულად და ამომწურავად უპასუხა ყველა დასმულ კითხვას

უსუსური პოზიციის გათვალისწინებით, დაცვის მხარემ/მსჯავრდებულმა არსებითი და მნიშვნელოვანი კითხვის დასმაც კი ვერ მოახერხა, დაზარალებულმა ბიძინა ივანიშვილმა სრულად და ამომწურავად უპასუხა ყველა დასმულ კითხვას

უსუსური პოზიციის გათვალისწინებით, დაცვის მხარემ/მსჯავრდებულმა არსებითი და მნიშვნელოვანი კითხვის დასმაც კი ვერ მოახერხა დაზარალებულის დაკითხვის პროცედურის დროს და დაანონსებული რამოდენიმე საათიანი პროცედურა, რამოდენიმე წუთში დაასრულა. ამასთან, თავის მხრივ, დაზარალებულმა ბიძინა ივანიშვილმა სრულად და ამომწურავად უპასუხა ყველა დასმულ კითხვას, მათ შორის ისეთ კითხვებს, რომლებიც არ იყო შემხებლობაში განსახილველ საქმესთან, - წერს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით.

ადვოკატის განცხადებით, ბაჩიაშვილმა იცრუა იმის შესახებაც, თითქოს, ასრულებდა ბიძინა ივანიშვილის საიდუმლო და ამავდროულად სარისკო დავალებებს. წიქვაძის განმარტებით, ერთი მხრივ, ასეთი დავალებები ბუნებაში არ არსებობდა, ვინაიდან დაზარალებულის საქმიანობა ყოველთვის უკავშირდებოდა ღია, გამჭვირვალე ბიზნესს, მეორე მხრივ კი, თავად ბაჩიაშვილი ყოველთვის იყო მხოლოდ მის საქმიანობაზე ორიენტირებული, ფრთხილი ადამიანი.

როგორც ეს წინა წერილში აღვნიშნე, საინტერესოა, ოდესმე მოახდენს თუ არა ბრალდებული დაზარალებულის დაკითხვის ჩანაწერის საჯაროდ და სრულად გამოქვეყნებას-ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვიქნებით, რადგან კიდევ ერთხელ გამოაშკარავდება, რომ ის ცრუობს.

აქვე მსურს, კიდევ ერთხელ შევეხო გამოძიების პროცესში, გიორგი ბაჩიაშვილის მიერ გაკეთებულ განმარტებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ეკუთვნოდა უზრუნველყოფის გარეშე კრედიტი დაზარალებულის ბანკიდან. ისევე როგორც განცხადებები ანტიდასავლური რიტორიკის განუხორციელებლობისა და პოლიტიკური შეხედულებების გამო მისი დევნის შესახებ, აღნიშნული განმარტებებიც არ ეფუძნება სისხლის სამართლის საქმეში არსებულ რაიმე მტკიცებულებას, არამედ წარმოადგენს დეზინფორმაციის საშუალებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას. გამოძიების ეტაპზე განმარტებების მიცემის პროცესში, ბაჩიაშვილი შეეცადა საკითხი წარმოეჩინა იმგვარად, რომ თითქოს მას როგორც მორალურად, ასევე თურმე ბიძინა ივანიშვილის მიერ დამკვიდრებული არაჯანსაღი საბანკო პრაქტიკის შესაბამისად, ეკუთვნოდა უზრუნველყოფის გარეშე კრედიტი. უზრუნველყოფის გარეშე კრედიტის მიღების ე. წ საფუძვლად გიორგი ბაჩიაშვილმა მიუთითა სამი მიზეზი. კერძოდ: ა) თითქოს მას ჰქონდა დაბალი, ბანკის საშუალო რგოლის მენეჯერის შესაბამისი ანაზღაურება; ბ) თითქოს ბიძინა ივანიშვილისათვის ასრულებდა საიდუმლო/სარისკო დავალებებს; გ) თ

თანაინვესტირების ფონდში, ბაჩიაშვილი წარმოადგენდა მენეჯერს, რომლის ხელფასი რამოდენიმეჯერ აღემატებოდა მაგალითად ბანკი ქართუს გენერალური დირექტორის ხელფასს. უფრო მეტიც, მას გააჩნდა ყველაზე მაღალი ხელფასი, რაც იმ პერიოდში ჰქონდათ წამყვანი ფინანსური დაწესებულებების ტოპ-მენეჯერებს საქართველოში. ამასთან, უშუალოდ ხელფასის გარდა, იღებდა დამატებით ანაზღაურებას/ბონუსებს, რაც ცხადყოფს ბაჩიაშვილის ამ მსჯელობის უსაფუძვლობას.

სიცრუეა ისიც, რომ თითქოსდა ბაჩიაშვილი ასრულებდა ბიძინა ივანიშვილის საიდუმლო და ამავდროულად სარისკო დავალებებს. ერთის მხრივ, ასეთი დავალებები ბუნებაში არ არსებობდა, ვინაიდან დაზარალებულის საქმიანობა ყოველთვის უკავშირდებოდა ღია, გამჭვირვალე ბიზნესს. მეორეს მხრივ კი, თავად ბაჩიაშვილი ყოველთვის იყო მხოლოდ მის საქმიანობაზე ორიენტირებული, ფრთხილი ადამიანი. ამიტომ სიცრუე და აბსურდია რაღაც საიდუმლო და რისკიან დავალებებზე საუბარი მისი მხრიდან. ცხადია, არც რაიმე დავალება დაუსახელებია ასეთი ბაჩიაშვილს და არც რაიმე მტკიცებულება წარმოუდგენია საქმის განხილვის პროცესში.

კიდევ ერთი ცრუ გარემოება, რომელზეც აპელირებს ბაჩიაშვილი, არის თითქოსდა ბიძინა ივანიშვილის მიერ დამკვიდრებული არაჯანსაღი საბანკო პრაქტიკა, როდესაც მისი ახლობლები თუ ნაცნობები უზრუნველყოფის გარეშე იღებდნენ საბანკო კრედიტებს. აღნიშნული ტყუილიც გამოვლინდა გამოძიების პროცესში, რადგან პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებითა და მოპოვებული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ დაახლოებით ოც წლიან (თუ მეტი არა) პერიოდში არცერთი ბიზნეს კრედიტი არ არის გაცემული უზრუნველყოფის გარეშე მესამე პირზე და ამავდროულად, შემდგომში უზრუნველყოფილი ბიძინა ივანიშვილის პირადი ქონებით.

ვიმედოვნებ, წინამდებარე წერილი, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ნათლად დაანახებს, არა მარტო სააპელაციო განხილვის ეტაპზე მსჯავრდებული ბაჩიაშვილის მხრიდან გავრცელებულ სიცრუეს, ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს, არამედ დავასთან დაკავშირებით სრულ სურათს.“ - წერს თეიმურაზ წიქვაძე.