მიხეილ ყაველაშვილი: თურქეთში მაღალი დონის შეხვედრები გვქონდა და მადლობა მათ ასეთი შეხვედრების ორგანიზებისთვის

მიხეილ ყაველაშვილი: თურქეთში მაღალი დონის შეხვედრები გვქონდა და მადლობა მათ ასეთი შეხვედრების ორგანიზებისთვის

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.

მიხეილ ყაველაშვილმა თურქულ მხარესთან გამართული შეხვედრები ჟურნალისტებთან შეაფასა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ვიზიტი ადასტურებს, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობები კიდევ მეტად განვითარდება.

თურქეთის პრეზიდენტმა, ეროვნული ასამბლეის სპიკერმა მართლაც უმაღლესი დონის შეხვედრები მოგვიწყვეს საქართველოს დელეგაციას. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ ასეთი უმაღლესი დონის შეხვედრების ორგანიზებისთვის. ჩვენ შევეხეთ თითქმის ყველა თემას. გუშინ გვქონდა მაღალი დონის შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან. ურთიერთნდობაზე დამყარებული ჩვენი ურთიერთობები, ურთიერთპატივისცემა, რომელიც გამოხატულია თურქეთს და საქართველოს შორის, იმედს მაძლევს და დღეს კიდევ უფრო მეტად მიმყარებს რწმენას, რომ ეს ურთიერთობები უფრო მეტად განვითარდება“, განაცხადა ყაველაშვილმა.