The Times: აშშ-მა და რუსეთმა უკრაინაში ომის დასრულების მოდელად, ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროს ოკუპაცია განიხილეს

The Times: აშშ-მა და რუსეთმა უკრაინაში ომის დასრულების მოდელად, ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროს ოკუპაცია განიხილეს

აშშ-მა და რუსეთმა უკრაინაში ომის დასრულების მოდელად, ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროს ოკუპაცია განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Times-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ სცენარის მიხედვით, რუსეთი სამხედრო და ეკონომიკურ კონტროლს დააწესებს ოკუპირებულ უკრაინაზე თავისი მმართველი ორგანოს მეშვეობით.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან დაახლოებული წყაროს ცნობით, იდეა რამდენიმე კვირის წინ გაჟღერდა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და მისი რუსი კოლეგების მოლაპარაკებების დროს.

პრეზიდენტი ზელენსკი უარს ამბობს ტერიტორიების დათმობაზე, თუმცა ოკუპაციის მოდელი შესაძლოა იყოს მექანიზმი ზავის დასადებად, სამწელიწადნახევრიანი ომის შემდეგ“, - ნათქვამია სტატიაში.

ამ მოდელის მიხედვით, უკრაინის საზღვრები არ შეიცვლება, ისევე როგორც არ შეცვლილა დასავლეთ სანაპიროს საზღვრები 58 წლის განმავლობაში, თუმცა ის ისრაელის კონტროლის ქვეშაა“, - აღნიშნულია სტატიაში.