მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ დავიცავით მშვიდობა, ოჯახური ღირებულებები, ეროვნული ინტერესი, სწორედ იმავე მიდგომებით არიან მეგობარი ქვეყნის ხელისუფლებები. ეს მაძლევს მყარ გარანტიას, რომ გრძელვადიან პროცესში იქნება მშვიდობა და სტაბილურობა

ჩვენ დავიცავით მშვიდობა, ოჯახური ღირებულებები, ეროვნული ინტერესი, სწორედ იმავე მიდგომებით არიან მეგობარი ქვეყნის ხელისუფლებები. ეს მაძლევს მყარ გარანტიას, რომ გრძელვადიან პროცესში იქნება მშვიდობა და სტაბილურობა, - განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს თურქეთში, სადაც მისი ვიზიტი ცოტა ხნის წინ დასრულდა.

„ჩვენ დავიცავით მშვიდობა, ოჯახური ღირებულებები, ეროვნული ინტერესი, სწორედ იმავე მიდგომებით არიან მეგობარი ქვეყნის ხელისუფლებები. ეს მაძლევს მყარ გარანტიას, რომ გრძელვადიან პროცესში იქნება მშვიდობა და სტაბილურობა. შესაძლებლობებს ყველა ხედავს, რომ ამ „შუა დერეფანს“ საკმაოდ დიდი შესაძლებლობები აქვს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი რეგიონი. ყველამ უნდა იცოდეს - სტრატეგიულმა პარტნიორებმა, მეგობარმა ქვეყნებმა, რომ აქ შეუძლებელია მოხდეს კონფლიქტი, რადგან ეს ქვეყნები ერთმანეთს ძალიან ენდობიან და თუ ვინმეს სჭირდება ინვესტიცია, ამ რეგიონში მოახერხოს. ისეთი ოაზისი უნდა შევქმნათ, რომ ყველა ხალხის ინტერესზე იყოს პოლიტიკა აწყობილი“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.