საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, თურქეთის პირველ ლედის, ემინე ერდოღანს შეხვდა და მის ინიციატივას „ნულოვანი ნარჩენებისადმი გლობალური ვალდებულება“ შეუერთდა

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, თურქეთის პირველ ლედის, ემინე ერდოღანს შეხვდა და მის ინიციატივას „ნულოვანი ნარჩენებისადმი გლობალური ვალდებულება“ შეუერთდა

თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველ ლედის თამარ ბაგრატიონს, თურქეთის პირველმა ლედიმ ემინე ერდოღანმა პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა, სადაც მათ შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. 

ვიზიტის ფარგლებში, თამარ ბაგრატიონმა ემინე ერდოღანის ინიციატივას სახელწოდებით ნულოვანი ნარჩენებისადმი გლობალური ვალდებულება“ მოაწერა ხელი. აღნიშნული დეკლარაცია გარემოს დაცვის, ნარჩენების მინიმიზაციისა და გადამუშავების პროცესების ხელშეწყობის მიზნით 2017 წელს შეიქმნა. მისი მთავარი ამოცანაა ნარჩენების მართვის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება.

აღნიშნული დეკლარაცია წლების მანძილზე გლობალურ პროექტად ჩამოყალიბდა, რომელსაც ხელს 112 ქვეყნის 15900 წარმომადგენელი აწერს. თამარ ბაგრატიონის ხელმოწერის შემდეგ, აღნიშნულ მნიშნელოვან პროექტს საქართველოც შეუერთდა.

შეხვედრის დასასრულს, ემინე ერდოღანმა საქართელოს პირველ ლედის თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეზიდენციაში არსებული ბიბლიოთეკა დაათალიერებინა.